×

ტენდინიტი-ტენდინოპათია მყესის ანთებითი დაავადებაა.  მყესი, ძვლებისა და კუნთების დამაკავშირებელი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია. ტენდინიტი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. 

დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანში, სადაც ძვალ-კუნთოვანი კავშირებია, თუმცა ყველაზე გავრცელებული ადგილებია: 

ცერა თითის მიდამო;

იდაყვი;

მხარი;

ბარძაყი;

მუხლი;

აქილევსის მყესის მიდამო.

ტენდინიტი-ტენდინოპათიის სიმპტომები

ტკივილი - ტენდინიტის სადიაგნოსტიკო მნიშნელოვანი სიმპტომია. ტკივილი შეიძლება პროგრესირებდეს, ან იყოს მწვავე და ძლიერი;

დაზიანებული ადგილის შეშუპება;

ადგილობრივად კანის სიწითლე და ტემპერატურის მომატება;

სახსრის მოძრაობის შეზღუდვა;

ტკივილი  შეხებისას;

სახსრის მოძრაობისას “ხრაშუნის” ან გახეხვის შეგრძნება;

მოძრაობის ამპლიტუდის შემცირება.

ძირითადად რამ შეიძლება გამოიწვიოს ტენდინიტი-ტენდინოპათია?

ტენდინიტი-ტენდინოპათიის  ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

სახსრის ხშირი, ინტენსიური განმეორებითი მოძრაობები;

სახსრის დაძაბვა, დაჭიმვა;

ტრავმა.

ტენდინიტი-ტენდინოპათიის მკურნალობა

> ტენდინიტის სამკურნალოდ გამოიყენება კლასიკული “RICE” თერაპია, რაც გულისხმობს:

Rest- დაზიანებული ადგილის დასვენება-  არ დატვირთოთ დაზიანებული ადგილი 24-48 სთ ის განმავლობაში;

Ice - ცივი კომპრესიები 10 წთ-ის განმავლობაში, ყინულის უშუალოდ კანზე მოთავსება არ არის რეკომენდირებული(სასურველია იყოს ბარიერი კანსა და ყინულს შორის, მაგალითად თხელი ქსოვილი);

Compression- დაზიანებული ადგილის ელასტიური ბინტით კომპრესია;

Elevation - დაზიანებული ადგილის ამაღლებულ პოზიციაში მოთავსება;

> მწვავე ტკივილის კუპირებისთვის გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები. 

> ანთებითი პროცესის რეგრესთან ერთად რეკომენდირებულია ვარჯიშები სახსრის ირგვლივ კუნთების გასაძლიერებლად. ვარჯიშის წინ აუცილებელია გახურება,შემდეგ შესაძლებელია მსუბუქი სიმძიმეების აწევა ან ელასტიური სავარჯიშო რეზინის გამოყენება. 

> რეაბილიტაციის დასაჩქარებლად და ძალების სწრაფი აღდგენისთვის ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა თერაპიები.

 PRP თერაპია- თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია მყესების დაზიანებისას ეფექტური სამკურნალო საშუალებაა. ის მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა, ამცირებს შეშუპებას და ხსნის ტკივილებს. 

 ულტრაბგერითი თერაპია - აუმჯობესებს დაზიანებულ ადგილას სისხლმომარაგებასა და ლიმფის მიმოქცევას, აქვს ანთებითი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ააქტიურებს რეგენერაციულ მექანიზმებს.