×
ლაზეროთერაპია

ლაზეროთერაპია არის მკურნალობის მეთოდი , რომელიც  დროსაც სამკურნალოდ დაბალი  ინტენსივობის, მონოქრომატული , კოჰერენტული  და მიმართული გამოსხივების მქონე სინათლის სხივი გამოიყენება .  შესაბამისად  მეთოდი  როგორც დიდ, ისე   მცირე ფართობზე მაღალი სიზუსტით მუშაობის საშუალებას იძლევა, რაც თერაპიული ეფექტის ხარისხს ზრდის.


ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში გამოყენებული ლაზერის ძირითადი ეფექტებია : ანთების საწინააღმდეგო მოქმედება , უჯრედის მეტაბოლიზმის და 

მიკროცირკულაციის გააქტიურება , ანალგეზია და ა.შ 

ლაზეროთერაპია გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობასა და რეაბილიტაციის პროცესში. 

მდგომარეობები, რომლის დროსაც მიმართავენ ლაზეროთერაპიით მკურნალობას: 

ართრიტი, ართროზი

კუნთების დაზიანება

რევმატოიდული ართოზი

სხვადასხვა ტიპის ტრავმა

მყესების დაზიანება

ნევრალგია

ჰემატომა

სხვადასხვა სახის ტკივლი

ჰაიმორიტი და ა.შ 

ლაზეროთერაპიის უპირატესობები

ლაზეროთერაპიას, მისი ნაკლებ-ინვაზიურობის გამო, ბევრი უპირატესობა აქვს:

არ არის მტკივნეული 

სწრაფი თერაპიული ეფექტი

ღრმა შეღწევადობა

ადგილობრივი მოქმედების მაქსიმალური სიზუსტე (წერტილოვანი მეთოდი )

პროცედურა არის  ხანმოკლე

ლაზეროთერაპიის გამოყენება შეიძლება სხვა პროცედურებთან კომბინაციაში, მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია  დაავადების სიმძიმეზე.