×
 მექანოთერაპია

მექანოთერაპია მკურნალობის მეთოდია, რომელიც იყენებს მექანიკურ მოძრაობას და ძალას  სხვადასხვა თერაპიული ეფექტის მისაღებად. ის მოიცავს ისეთი მექანიკური სტიმულის გამოყენებას, როგორიცაა ვარჯიში, ფიზიკური მოძრაობები ან მექანიკური მოწყობილობები. 

რისთვის გამოიყენება მექანოთერაპია?

 მექანოთერაპია ფართოდ გამოიყენება რეაბილიტაციის, ფიზიოთერაპიის და ორთოპედიის დარგში სხვადასხვა თერაპიული ეფექტის მისაღებად. გამოყენების ძირითადი მიზნებია : 

შეხორცების ხელშეწყობა : მექანოთერაპია ხშირად გამოიყენება ქსოვილების შეხორცების ხელშესაწყობად, განსაკუთრებით კუნთოვანი დაზიანების ან ქირურგიული ჩარევების დროს.  კონტროლირებადი მექანიკური ძალების მეშვეობით ხდება სისხლის ნაკადის სტიმულირება, ქსოვილების აღდგენა და რემოდელირება. 

ფუნქციური აღდგენა : მექანოთერაპიის უპირველესი მიზანია ქსოვილებისა და სახსრების ნორმალური ფუნქციის აღდგენა. ამისათვის გამოიყენება სავარჯიშოები, რომლებიც შექმნილია მოძრაობის, სიძლიერისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად.  

სახსრების მობილიზაცია : მექანოთერაპია გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დასაძლევად, როგორიცაა სახსარში მოძრაობის  შეზღუდვა , შემცირებული მოქნილობა, კონტრაქტურა და სხვა. 

კუნთების გაძლიერება : კონკრეტული კუნთთა ჯგუფისკენ მიმართული რეზისტენტული ვარჯიშები მექანოთერაპიის ერთ-ერთი კომპონენტია. კუნთის სიძლიერე მნიშვნელოვანია სტაბილურობის გასაუმჯობესებლად,დაზიანების თავიდან ასაცილებლად და ფუნქციური შესაძლებლობების მოსამატებლად

უწყვეტი პასიური მოძრაობა : მექანოთერაპიის სპეციფიკური ფორმაა, რომელიც გულისხმობს მექანიკური მოწყობილობის გამოყენებით,კონტროლირებად დიაპაზონში სახსრის მოძრაობას  . ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პროცესში. 

ნეიროკუნთოვანი  ფუნქციის  გაუმჯობესება : მექანოთერაპია მოიცავს სავარჯიშოებს, რომელიც ფოკუსირებულია ნეიროკუნთოვან კოორდინაციაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნევროლოგიურ რეაბილიტაციაში. 

პრევენცია და რეაბილიტაცია : მექანოთერაპია გამოიყენება არა მხოლოდ არსებული დაზიანებების სამკურნალოდ, არამედ მეორადი გართულებების თავიდან ასაცილებლად და საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლადაც. 


რა ბენეფიტები აქვს მექანოთერაპიას?

მექანოთერაპიის ძირითადი უპირატესობებია: 

ხელს უწყობს ქსოვილების შეხორცებას კონტროლირებადი და მიზანმიმართული მექანიკური სტიმულაციის მეშვეობით. ის განსაკუთრებით ფართოდ გამოყენება პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში. 

კონტროლირებადი და პროგრესირებადი მექანიკური მოძრაობები ხელს უწყობს სახსრების მოქნილობისა და მოძრაობის დიაპაზონის გაუმჯობესებას. 

მექანოთერაპია მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც მიზნად ისახავს კუნთების გაძლიერებას.  

მექანოთერაპია ფოკუსირებულია სახსრის სტაბილურობასა და მობილიზაციაზე, რაც ხელც უწყობს სახსრების უკეთეს ფუნქციონირებას. 

მიზანმიმართული ვარჯიშები და მოძრაობები ეხმარება ინდივიდებს ტკივილის შემსუბუქებაში, განსაკუთრებით  ქრონიკული კუნთოვანი ტკივილის დროს. 

მექანოთერაპიისას გამოყენებული აქტიური მოძრაობები და ვარჯიშები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. 

მექანოთერაპიის საბოლოო მიზანი ფუნქციური დამოუკიდებლობის მოპოვებაა. კონკრეტული ფიზიკური შეზღუდვების გათვალისწინებით, პაციენტები ახერხებენ ყოველდღიური აქტივობებისა და ამოცანების შესრულების უნარის აღდგენას. 

ფუნქციურ აქტივობებში ჩართვას, მობილურობისა და ფუნქციის გაუმჯობესებას დადებითი გავლენა აქვს ინდივიდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. 


როდის არის საჭირო მექანოთერაპიის გაკეთება?

 მდგომარეობები, რომლის დროსაც გამოიყენება მექანოთერაპია შემდეგია : 

1. პოსტოპერაციული რეაბილიტაცია

  სხვადასხვა ორთოპედიული ოპერაციების შემდგომ პერიდოში, მექანოთერაპია გამოიყენება სახსრების შებოჭილობის პრევენციისთვის, სწრაფი აღდგენისთვის და შეხორცებისთვის. 

2. ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები 

  მექანოთერაპია გამოიყენება ისეთი მდგომარეობების რეაბილიტაციისთვის, როგორიცაა კუნთების დაჭიმულობა,  მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა და სხვა. 

3. ნევროლოგიური მდგომარეობები

   ისეთი მდგომარეობებისას, როგორიცაა ინსულტი, ზურგის ტვინის დაზიანება ან ტვინის ტრავმული დაზიანება, მექანოთერაპია გამოიყენება მობილობის, კოორდინაციისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად. 

4. ქრონიკული ტკივილი

  პაციენტებისთვის,  რომლებიც აქვთ კუნთოვანი სისტემის პრობლემებთან ასოცირებულ ქრონიკულ ტკივილი, მექანოთერაპია შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი მკურნლობის ნაწილი ტკივილის მართვის, სახსრების ფუნქციის გაძლიერებისა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. 

5. დეგენრაციული დაავადებები 

  დეგენერაციული მდგომარეობები დროს, როგორიცაა მაგალითად ოსტეოართრიტი, მექანოთერაპის გამოიყენება სიმპტომების სამართავად, სახსრების სტაბილურობის და ფუნქციის  გასაუმჯობესებლად. 

6. სპორტული დაზიანებები

  სპორტული დაზიანებების შემდგომ რეაბილიტაციაში ხშირად გამოიყენება მექანოთერაპია ძალის, მოქნილობისა და ფუნქციონირების აღსადგენად.