რის სამკურნალოდ გამოიყენება პრესოთერაპია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,პრესოთერაპია გამოიყენება როგორც მედიცინის მიმართულებით ასევე ესთეტიკურ სფეროშიც. ძირითადი მდგომარეობები,რომლის დროსაც პრესოთერაპია გამოიყენება შემდეგია:
სამედიცინო მდგომარეობები
1. ლიმფედემა : პრესოთერაპია ფართოდ გამოიყენება,როგორც ლიმფედემის მკურნალობის გეგმის ნაწილი.რიტმული შეკუმშვა ხელს უწყობს ლიმფური დრენაჟის სტიმულირებას და ჭარბი სითხის გადინებას.
2. ვენური უკმარისობა : პრესოთერაპია ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ამცირებს ისეთი გართულებების რისკს,როგორიცაა თრომბოზი და ვენური წყლულები.
3. ედემა: პრესოთერაპია ეფექტურია შეშუპების შესამცირებლად.
ესთეტიკური პროცედურები
1. ცელულიტის შემცირება : შეკუმშვისა და დეკომპრესიული მასაჟის მოქმედება ხელს უწყობს ცხიმოვანი დეპოზიტების დაშლას და ლიმფური დრენაჟის სტიმულირებას.
2. სხეულის კონტური : პრესოთერაპია ასევე ჩართულია სხეულის კონტურის გაუმჯობესებისა და გასახდომ პროცედურებში.
სპორტული მედიცინა:
1. კუნთების ტკივილი და დაღლილობა : სპორტსმენები ხშირად იყენებენ პრესოთერაპიას,როგორც აღდგენის საშუალებას კუნთების ტკივილისა და დაღლილობის შესამსუბუქებლად. რიტმული შეკუმშვა ხელს უწყობს კუნთებიდან მეტაბოლიზმის ნარჩენების გამოდევნას,რის შემდეგაც დაზიანებული ქსოვილი მოკლე დროში აღდგება.
2. ზოგიერთი სპორტსმენი იყენებს პრესოთერაპიას გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, კუნთების ჟანგბადით მოსამარაგებლად,რათა მეტი ენერგია ჰქოდეს ვარჯიშისთვის.
რა ბენეფიტები აქვს პრესოთერაპიას?
პრესოთერაპის ბენეფიტებია:
● არის არაინვაზიური და უმტკივნეულო პროცედურა
● აუმჯობესებს ცირკულაციას და ამცირებს შეშუპებას
● ხელს უწყობს სწრაფ აღდგენასა და გამოჯანმრთელებას
● აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას
პრესოთერაპიის გვერდითი მოვლენები
პრესოთერაპია,ზოგადად,უსაფრთხო და არაინვაზიურ პროცედურად ითვლება,თუმცა ნებისმიერი სამედიცინო ან ესთეტიკური პროცედურის მსგავსად,მასაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული გვერდითი მოვლენები. რამდენიმე პოტენციური გვერდითი მოვლენაა:
● დისკომფორტი ან სისხლჩაქცევები: შეიძლება განვითარდეს წნევის მაღალი პარამეტრების შემთხვევაში. ზეწოლის კომფორტულ დონეზე რეგულირება გადამწყვეტია ზედმეტი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.
● კანის გაღიზიანება: იშვიათ შემთხვევაში,მგრძნობიარე კანის მქონე პირებს შეიძლება აღენიშნებოდეთ გაღიზიანება ან სიწითლე კონტაქტის წერტილებში.
● სისხლის მიმოქცევის პრობლემები: ვინაიდან,პრესოთერაპიისას ხორციელდება ზეწოლა კიდურებზე,სისხლის მიმოქცევის დარღვევის მქონე პირებმა აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩნონ.
● ორსულობა: მიუხედავად იმისა,რომ პრესოთერაპია უსაფრთხო პროცედურად ითვლება ორსულობისას,სესიების დაწყებამდე ორსულმა აუცილებელია გაიაროს ექიმის კონსულტაცია
● კანის ინფექციების პოტენციური რისკი : თერაპიის ჩატარებისას მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა.
● ალერგიული რეაქციები
დამატებით რა უნდა ვიცოდეთ პრესოთერაპიაზე?
რამდენიმე დამატებითი მნიშვნელოვანი ასპექტები,რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია პრესოთერაპიის დაწყებამდე არის:
● პრესოთერაპია შეიძლება ჩატარდეს სხეულის სხვადასხა ადგილას,მათ შორის ფეხებზე, ხელებზე ,მუცელზე და დუნდულოებზე.
● პრესოთერაპიის ინტენსივობა და წნევის დონე შესაძლებელია მორგებული იყოს პერსონალიზებულად,ინდივიდუალური კომფორტისა და მკურნალობის საჭიროებებზე.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ დისკომფორტს და უჩვეულ შეგრძნებას,ამიტომ მნიშვნელოვანია თერაპევტთან ღია კომუნიკაცია.
● პრესოთერაპია ხშირად გამოიყენება როგორც ყოვლისმომცველი მკურნალობის გეგმის ნაწილი და შეიძლება კომბინირებული იყოს სხვა თერაპიულ მეთოდებთან,როგორიცაა ფიზიოთერაპია,მასაჟი და სხვა.
● პრესოთერაპიის სესიების წინ რეკომენდირებულია ჰიდრატაცია.
● პრესოთერაპიის სესიის შემდეგ,მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად მიზანშეწონილია მსუბუქი ფიზიკური აქტივობების შესრულება,როგორიცაა სიარული.