×
ულტრაბგერითი კვლევა

ულტრაბგერა ბგერითი ტალღებია, რომელთა სიხშირეც აღემატება 20,000 ჰერცს(Hz).  ის გამოიყნება სხვადასხვა სფეროში და  მათ შორის მედიცინაში. 

მედიცინაში, ულტრაბგერითი კვლევა არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდია რომლის დროსაც გამოიყენება მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღები, რათა აღიბეჭდოს შინაგანი ორგანოთა და ქსოვილთა გამოსახულებები. 

რისთვის გამოიყენება ულტრაბგერითი კვლევა?

ულტრაბგერა მედიცინის მრავალ დარგში გამოიყენება როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე თერაპიული მიზნით. რამდენიმე მათგანია:

მეანობა და გინეკოლოგია 

ორსულობის მონიტორინგი : კვლევა გამოიყენება ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებისა და ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის. ეს ხელს უწყობს ნაყოფის ზრდის შეფასებას, ანომალიების გამოვლენას და პლაცენტის პოზიციის დადგენას.  

მუცლის ღრუს კვლევა

ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა  და ა.შ: ულტრაბგერა გამოიყენება აბდომინალური ორგანოების ვიზუალიზაციისა და შეფასებისთვის.

კარდიოლოგია 

ექოკარდიოგრაფია :  გამოიყენება გულის  ანატომიის, სტრუქტურისა და ფუნქციის შესაფასებლად.     გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას გულის საკნების, სარქველების და სისხლის მიმოქცევის შესახებ. 

სისხლძარღვთა კვლევები 

დოპლეროგრაფია : გამოიყენება სისხლის ნაკადის სიჩქარის  შესაფასებლად და სისხლძარღვებში არსებული პრობლემის გამოსავლენად. 

ძვალ-კუნთოვანი სისტემის შეფასება

რბილი ქსოვილები, კუნთები, მყესები,იოგები : ულტრაბგერა გამოიყენება რბილი ქსოვილების ვიზუალიზაციისა და შეფასებისთვის. 

სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერა

 ულტრაბგერა გამოიყენება როგორც დამატებითი ინსტრუმენტი მამოგრაფიის ან ფიზიკური გამოკვლევის დროს გამოვლენილი სარძევე ჯირკვლის ანომალიების შესაფასებლად. 

ინტერვენციული პროცედურები 

ულტრაბგერითი კვლევა,ბიოფსიისას ან სითხის ასპირაციის დროს კონკრეტულ უბანზე დამიზნების საშუალებას იძლევა .

უროლოგია

ულტრაბგერითი კვლევა : გამოიყენება თირკმელების, საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის გამოსაკვლევად. 

გადაუდებელი მედიცინა

გადაუდებელ სიტუაციებში, ულტრაბგერა ხშირად გამოიყენება სწრაფი დიაგნოსტიკისთვის, როგორიცაა ტრავმის შეფასება, მუცლის ღრუში სითხის გამოვლენა, გულის ფრაქციის შეფასება და ა.შ. 

პედიატრია

ულტრაბგერითი კველვა პედიატრიაში გამოიყენება მისი უსაფრთხოებისა და არაინვაზიურობის გამო. 

ფიზიკური თერაპია

თერაპიული ულტრაბგერა გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანებების სამკურნალოდ.  


რა ბენეფიტები აქვს ულტრაბგერით კვლევას?

ულტრაბგერით კვლევას მედიცინის დარგში ბევრი უპირატესობა აქვს. რამდენიმე მათგანია:

ულტრაბგერითი კვლევა არაინვაზიური ვიზუალიზაციის ტექნიკაა. ეს თავიდან გვარიდებს გვერდით ეფექტებს და გართულებების რისკს. 

ულტრაბგერა უზრუნველყოფს მოკლე დროში გამოსახულების მიღებას, რაც დინამიურ პროცესებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. 

ულტრაბგერითი კველვა უსაფრთხოდ ითვლება როგორც ორსული ქალისთვის, ასევე ნაყოფისთვის.

გამოიყენება სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურების ვიზუალიზაციისთვის. 

ზოგიერთ ვიზუალიზაციის ტექნიკასთან შედარებით, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერა ბევრად ხარჯთეფექტურია. 

რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით ულტრაბგერა არ შეიცავს მაიონებელ გამოსხივებას. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია განმეორებითი ვიზუალიზაციის საჭიროების შემთხვევაში. 

ულტრაბგერითი კვლევა ხელმისაწვდომი პროცედურაა.