×
ვაკუუმთერაპია

ვაკუუმთერაპია- მკურნალობის არაინვაზიური პროცედურაა. აპარატზე, რომელიც პროცედურისთვის გამოიყენება, განთავსებულია ვაკუუმის ჭიქები . ამ მოწყობილობის შიგნით წარმოქმნილი უარყოფითი წნევით,  შეიწოვება ქსოვილი და იქმნება ვაკუუმი ქსოვილსა და ჭიქას შორის. სწორედ ამ მექანიზმით მიიღწევა თერაპიული ეფექტი. მკურნალობის ეს მეთოდი ხელს უწყობს კაპილარების რეგენერაციას,პრობლემურ ზონაში აძლიერებს  სისხლის ნაკადს,ინარჩუნებს ჰომეოსტაზს და

ამცირებს ანთებით ტოქსინებს. აპარატის მოთავსების ადგილას ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება მათი გამტარობა. გაუმჯობესებული ცირკულაცია იწვევს ქსოვილის საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით გამდიდრებას და მეტაბოლური პროდუქტებისგან განთავისუფლებას. 

ვაკუუმთერაპია გვეხმარება შემდეგი მდგომარეობების დაძლევაში:

  • თავის ტკივილი
  • ართრიტი
  • ტრავმა
  • რევმატიზმი
  • ფიბრომიალგია
  • მიალგია
  • ნევრალგია
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანება
  • დაღლილობა

ვაკუუმთერაპიის ბენეფიტები

  • არაინვაზიურია
  • არ არის მტკივნეული
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
  • ქსოვილს ხდის მეტად ელასტიურს
  • ამცირებს კუნთების დაძაბულობასა და ტკივილს.

შეიცავს თუ არა რაიმე რისკებს?

ვინაიდან ვაკუუმთერაპია არაინვაზიური და არაქირურგიული პროცედურაა, ნაკლებად შეიცავს რისკებს და აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები. პროცედურა, როგორც წესი, არ იწვევს ტკივლის, თუმცა შეიძლება იგრძნოთ მომენტალური დისკომფორტი ჭიქების მიერ ქსოვილის შეწოვის მომენტში, კანის დაჭიმულობა ან ჩხვლეტა.

პროცედურის შემდგომ დამახასიათებელია დროებითი შეშუპება და სიწითლე.