×
დარტყმით - ტალღოვანი თერაპიის აპარატი Zimmer enPlus

Zimmer enPlus 2.0 რადიალური დარტყმითი თერაპიის აპარატია, ის გამოირჩევა თავისი მაღალი ეფექტურობით, მობილურობითა და სიმარტივით. თანამედროვე ტექნოლოგია და ინოვაციური დიზაინის სისტემა მაღალი ენერგიის იმპულსებით, გამოიყენება ბიოლოგიურ ქსოვილებსა და სტრუქტურებზე ზემოქმედებისთვის სხვადასხვა პათოლოგიის დროს. 

 

რადიალური დარტყმითი თერაპია (RSWT) არის ორთოპედიული დაავადებების სამკურნალო მეთოდი, რომელიც, ბოლო 20 წლის განმავლობაში შემუშავდა და დაიხვეწა.თერაპიულ ხელსაწყოში წარმოქმნება მექანიკური წნევის ტალღა, რომელიც მოქმედებს ადამიანის სხეულზე აპლიკატორის თავით და ასხივებს ქსოვილს. მექანიკური ენერგია შთაინთქმება ქსოვილის მიერ და ის მცირდება ,როცა  მოქმედების ადგილიდან  აპარატის დისტანცია იზრდება.მექანიკური “სტრესი” კი ისეთ პროცესებს ააქტიურებს ქსოვილში, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ორთოპედიულ და ნევროლოგიურ პათოლოგიაზე.მკურნალობის ეს მეთოდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით გამოიყენება.  

 enPuls 2.0 იდეალურია, რადიალური დარტყმითი  თერაპიისთვის, ისეთი ზედაპირული ორთოპედიული პრობლემების დროს როგორიცაა, მაგალითად:

 ტენდინოპათია

მყესის დაზიანება

ქრონიკული ანთება

კუნთების ჰიპერტონუსი

მიოფასციალური სინდრომი

ჰემატომა

ეპიკოდილიტი

enPuls 2.0-ის სახით, Zimmer MedizinSysteme-მა შექმნა სრულიად ახალი გამოცდილება, მარტივად გამოსაყენებელი ტევადი სენსორული ეკრანი, ოპტიმალურად განლაგებული პარამეტრები, რაც  თავის მხრივ უზრუნველყოფს  მაქსიმალურ მოქნილობასა, მობილურობას და მცირე დანახარჯებს. 

enPuls 2.0 წარმოქმნის განსხვავებულ დარტყმით ტალღას- შედარებით მაღალი სიხშირითა და დაბალი დარტყმის სიჩქარით.