×
კომბინირებული ელექტრო და ულტრაბგერითი აპარატი - Zimmer Soleo Sonostim

Soleo Sonostim მაღალტექნოლოგიური და 45 წლიანი გამოცდილების მქონე კომბინირებული აპარატია, ის ერთ მოწყობილებაში აერთიანებს ელექტრო და ულტრაბგერით თერაპიას. აკმაყოფილებს თანამედროვე ფიზიოთერაპიის ყველა მოთხოვნას: არის კომპაქტური, ერგონომიული და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. 


Soleo Sonostim აპარატის ინტელექტუალური დიზაინი, ამარტივებს თითოეული პაციენტისათვის ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევას, იძლევა კონკრეტულ პაციენტებზე მორგებული პარამეტრების შენახვისა და დროის გონივრულად დაზოგვის საშუალებას.  

აპარატს აქვს გლუვი კორპუსი და მინის სენსორული ეკრანი. მისი შიდა სისტემა კი მეტად ნათელი და გასაგებია. ამ მობილურ და მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობას აქვს სამკურნალო პროგრამების  ფართო სპექტრი.

Soleo Sonostim მოწყობილობით ჩატარებული თერაპია გვეხმარება ტკივილის მართვაში,  კუნთის ფუნქციის აღდგენაში, მეტაბოლიზმის გაზრდასა და მიკროცირკულაციის გამოუჯობესებაში. აპარატი შესაძლოა გამოვიყენოთ ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, ბეჭების ტკივილი, ინსულტი, პარკინსონის დაავადება, ინფარქტი და ა.შ. 

აპარატის მრავალსიხშირიანი არხები უზრუნველყოფს ორი სიხშირის (0.8 MHz და 2.4 MHz) ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობას, წინასწარ შერჩეული თანაფარდობით.ამიტომ, შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს მკურნალობისთვის სასურველი პარამეტრები .