×

სქოლიოზის თერაპიული მკურნალობის  ოქროს სტანდარტი არის შროტის მეთოდით ვარჯიშები იგივე შროტთერაპია, რომელიც 1921 წელს  გერმანელმა ექიმმა  კატარინა შროტმა შეიმუშავა.

კატარინას თავად ჰქონდა  მძიმე  ხარისხის სქოლიოზი   და არ სურდა ოპერაციის ჩატარება. თვითანალიზის საფუძველზე  მან შეიმუშავა  სუნთქვითი პატერნები,  შემდეგ  სცადა ე.წ სარკის მეთოდი (ვარჯიში სარკის წინ )  და ასრულებდა სპეციფიურ მაკორექტირებელ მოძრაობებს.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კატარინა და თავისი ქალიშვილი გადავიდნენ დასავლეთ გერმანიაში, სადაც გახსენეს სქოლიოზის მკურნალობის ცენტრი.  თავდაპირველად ცენტრში დანერგეს  სქოლიოზის მკურნალობის 5 კვირიანი  კურსი  .


1989-1991 წელს  კატარინამ ჩაატარა პაციენტთა საკონტროლო შეფასება, რის საფუძელზეც დახვეწა  მეთოდი რას გულისხმობს იმას , რომ  მან  შეიცვალა მკურნალობის ვადები, სქემა და დაიწყო დამხმარე საშუალების- კორსეტის გამოყენება ვარჯიშთან კომბინაციაში. 

შროტის მეთოდის,შროტთერაპიის გამოყენება 

შროტის მეთოდით სქოლიოზის მკურნალობა უკვე მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რადგან ამ მიდგომის თერაპიული ეფექტი დადასტურებულია არაერთი კვლევით. შროტის მეთოდი წარმატებით  გამოიყენება ყველა  ხარისხის სქოლიოზის სამკურნალოდ და ასევე  მძიმე ხარისხის სქოლიოზის ოპერაციისთვის მოსამსაზდებელ პერიოდში.

შროტთერაპია ,,ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში’’

სქოლიოზის მქონე პაცენტებისთვის შროტის მეთოდით მკურნალობის,შროტთერაპიის ჩატარება უკვე შესაძლებელია ,,ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში’’. ცენტრში თქვენს მდგომარეობას შეაფასებს ექიმი ორთოპედი და სერტიფიცირებული შროტთერაპევტი. მდგომარეობის შეფასების საფუძველზე შეიქმნება კონკრეტულად  თქვენთვის,  თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებაზე დაფუძნებული სავარჯიშო პროგრამა.  მკურნალობა არ მოიცავს მხოლოდ ერთ კურსს, კურსის განმეორების ვადა  განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის საფუძველზე.