×

ხერხემლის სარეაბილიტაციო ცენტრი სპეციალიზებული დაწესებულებაა,რომელიც ორიენტირებულია ხერხემლის დაზიანებების მქონე პაციენტების შეფასებაზე, მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. ცენტრში რეაბილიტაცია ხშირად საჭიროა იმ პაციენტებისთვის,   რომელთაც აქვთ ხერხემლის ტრავმული დაზიანება, პოსტოპერაციულ პერიოდი ან აღენიშნებათ ქრონიკული დაავადება. რეაბილიტაციის ძირითადი მიზანია ტკივილის შემცირება,მობილობის გაუმჯობესება და სიძლიერის გაზრდა.


ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები 

ხერხემლის  დაზიანებებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ამ დროს რეაბილიტაცია გამოჯანმრთელების მთავარი წინაპირობაა. 

 ხერხემლის სხვადასხვა დაზიანება,რომლის დროსაც რეაბილიტაცია საჭიროა არის :

წელის ტკივილი : ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.ხშირად გამოწვეულია კუნთებისა დაჭიმულობით,მალთაშუა დისკის თიაქარით,ჭარბი წონით და სხვა. 

თიაქარი :  დაზიანებული მალთაშუა დისკის მისი ადგილმდებარეობიდან მთლიანი ან ნაწილობრივი გამოსვლა. შეიძლება განვითარდეს ხერხემლის ნებისმიერ სეგმენტში,თუმცა უფრო ხშირია კისრისა და წელის არეში. თუ თიაქარი ახლოს მდებარე ნერვის ფესვს არ აწვება,პროცესი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს,წინააღმდეგ შემთხვევაში ვლინდება  ხერხემლის ტკივილი, კიდურების ტკივილი, კუნთების სისუსტე, დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება და ა.შ .

ხერხემლის ოსტეოართროზი : ასევე ცნობილი,როგორც სპონდილოზი. დამახასიათებელი სიმტომებია: ზურგის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა ( დილის სააათებში ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ), მალთაშუა სახსარზე ან მის ახლოს მსუბუქი ზეწოლით მტკივნეულობა, შეშუპება, მოქნილობის დაკარგვა(ირღვევა სახსრის მოძრაობა მთელ დიაპაზონში). 

სტენოზი :  არის  ხერხემლის არხის შევიწროება, რასაც  შეიძლება ჰქონდეს ზეწოლა ზურგის ტვინსა და ნერვებზე. იწვევს ტკივილს, სისუსტესა და დაბუჟებას.

სქოლიოზი : მდგომარეობაა რომლის დროსაც ხერხემლის სვეტი გადახრილია 10 გრადუსით ან მეტით და ამავდროულად აღნიშნება მალთა როტაცია.  

ოსტეოქონდროზი : ხერხემლის ქსოვილების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებაა, რა დროსაც  შესაძლოა წარმოიქმნას  კალციფიკატები და შევიწროვდეს  მალთაშუა სივრცე. ოსტეოქონდროზის ძირითადი სიმპტომი ტკივილია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ადგილობრივი, ასევე გადაცემითი. 

დისკოპათია :  ასევე ცნობილი როგორც დისკის დეგენერაციული დაავადება, არის მალთაშუა დისკების პათოლოგიური ცვლილებები. მასში ერთიანდება ისეთი მდგომარეობები, როგორიცაა: მალთაშუა დისკის თიაქარი, პროტრუზიო, სპონდილოლისთეზი. დისკების გადაგვარება ხშირია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში. თავდაპირველად უსიმპტომოა, დაავდების პროგრესირებას თან ახლავს ტკივილი. რისკ ფაქტორებია ტრავმა, ჭარბი წონა, არასწორი  ფიზიკური დატვირთვა და ა.შ .


სამკურნალო პროცედურები ხერხემლის სარეაბილიტაციო ცენტრში

 ხერხემლის მკურნალობა და სარეაბილიტაციო პროცედურების შერჩევა დამოკიდებულია იმაზე,თუ რა სახის დაზიანებაა. პროცედურები, რომელთაც ხერხემლის სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ,მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას.თერაპიები,რომლებიც ხშირად გამოიყენება ხერხემლის პრობლემების სამკურნალოდ არის:

ულტრაბგერითი თერაპია

ელექტროთერაპია

მაგნიტოთერაპია

ტრაქცია

შროტის მეთოდით ვარჯიშები

ულტრაფონოფორეზი 

ექიმები ასევე  ხშირად უწევენ რეკომენცადიას ხერხემლის კორსეტებისა და ზურგის ფიქსატორების გამოყენებას, რაც ხელს უწყობს საჭიროების შემთხვევაში  სწორი პოზის შენარჩუნებას.