სამედიცინო რეაბილიტაცია
სამედიცინო რეაბილიტაცია ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია პაციენტის ფუნქციური შესაძლებლობების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. რეაბილიტაცია მოიცავს ინტერვენციების და თერაპიების ფართო სპექტრს, რომლებიც მიზანმიმართულია პაციენტის დასახმარებლად როგორც პოსტტრავმულ და პოსტოპერაციულ პერიოდში, ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების დროს.
სამკურნალო ვარჯიშები
სამკურნალო ვარჯიშები,სპეციფიკური სახის ვარჯიშებია,რომლებიც შექმნილია ფუნქციის აღსადგენად,ძალის,მოქნილობის და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და ა.შ. სამკურნალო ვარჯიშით ასევე შესაძლებელია ძვალ-სახსროვანი სისტემის მოსალოდნელი დაზიანების თავიდან აცილება. სამკურნალო ვარჯიშები,ხშირ შემთხვევაში,ინიშნება რეაბილიტოლოგის მიერ და მორგებულია პაციენტის სპეციფიკურ მდგომარეობასა და საჭიროებებზე.
სამკურნალო მასაჟი
სამკურნალო მასაჟი ჰოლოსტიკული მკურნალობის მეთოდია,რომელიც მიზნად ისახავს სხეულის რელაქსაციას,ტკივილის შემსუბუქებას და ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესებას. უძველესი სამკურნალო ტრადიციებიდან მოყოლებული,თერაპიული მასაჟი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკასა და მოდალობას ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.