×

მყესი დრეკადი და მკვრივი შემაერთებელი ქსოვილია, რომლითაც კუნთი მიმაგრებულია ძვალზე. მყესის დაჭიმვა კი ავტომატურად იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ტკივილის შეგრძნებას, შეშუპებასა თუ ძლიერ დისკომფორტს როგორც მოძრაობის, ისე უძრაობისას. 

პრობლემა, ძირითადად, თავს იჩენს ფიზიკური დატვირთვის დროს; უნდა აღინიშნოს, რომ მყესის დაჭიმვა საკმაოდ ხშირია სპორტსმენებში. ასაკოვან ადამიანებში მსგავსი პრობლემა შეიძლება ყოფითი ყოველდღიური საქმიანობის დროსაც კი წარმოიშვას. დაჭიმულობის ტკივილის მოხსნა დროებით მარტივი მეთოდებითაცაა შესაძლებელი, როგორიცაა: ყინულის დადება; თუმცა აუცილებელია პრობლემის წარმოშობისთანავე საფუძვლიანი გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები (მყესის გაწყვეტა, მოძრაობის შეზღუდვა და ა.შ.). 

რამ შეიძლება გამოიწვიოს მყესის დაჭიმულობა

როგორც აღვნიშნეთ, მყესის დაჭიმულობა დაკავშირებულია ფიზიკურ აქტივობასთან; დაჭიმული მყესი შესაძლებელია იყოს მუხლის, ტერფის, ხელის მტევნის, ზურგის, იდაყვისა  მხრის არეში და სხვა. მისი გამომწვევი მიზეზებია:

ფიზიკური შრომა;

სპორტული აქტივობა;

ხანდაზმულობა; 

უეცარი მკვეთრი მოძრაობები (ფეხის გადაბრუნება, ცუდად დავარდნა, ხელის აქნევა და ა.შ).

მყესის დაჭიმულობის სიმპტომები

აღსანიშნავია, რომ მყესის დაჭიმვას მოკლე პერიოდში ერთჯერადი მანიპულაციების დახმარებით ახასიათებს მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა, ფიზიკური აქტივობის დაწყებისას ტრავმა  ხელახლა იჩენს ხოლმე თავს. რისკი იმისა, რომ მდგომარეობა გაუარესდება არის ძალიან მაღალი. სწორედ ამიტომ ვნახოთ ზუსტად რა სიმპტომები ახასიათებს მყესის დაჭიმვას:

ტკივილი სახსრის მოძრაობისას;

ტკივილი ფეხის დადგმის დროს, ზოგჯერ საერთოდ შეუძლებელია ფეხის დადგმა;

შეშუპება და შეშუპების მატება;

ჰემატომა, ტრავმული ადგილის სიწითლე და შემდგომში გალურჯება;

სახსრის მოძრაობის შეზღუდვა.

მყესის დაჭიმულობის მკურნალობა

“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში ორთოპედიულ პაციენტებს სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობენ. აღსანიშნავია, რომ მკურნალობა თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დახმარებით ხდება, რაც ეფექტურ შედეგს იძლევა. მეთოდები-

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება უახლესი Zimmer Enplus 2.0 აპარატი. რადიალური დარტყმითი თერაპიის ამ მეთოდით მაღალი ენერგიის იმპულსები ზემოქმედებენ ბიოლოგიურ ქსოვილებზე. 

მყესის დაჭიმულობის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია PRP თერაპია, რომელიც გულისხმობს თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციას დაზიანებულ უბანში. პლაზმა შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც უჯრედების რეგენერაციასა და ზრდას უწყობს ხელს. ეს მარტივი პროცედურაა რის დროსაც გვერდითი მოვლენები და გართულებები ფაქტობრივად არ ფიქსირდება. შედეგის მისაღებად 2-6 კვირაა საჭირო და ის მაქსიმალურად ამცირებს შეშუპებას და ხსნის ტკივილს.

ლაზეროთერაპიის საშუალებით სინათლის სხივები ზემოქმედებენ ქსოვილებზე. ეს უმტკივნეულო  პროცედურაა. ლაზერის სხივით შესაძლებელია  დაზიანებულ  ქსოვილზე ზუსტად დამიზნება. 

შეჯამება

მყესის დაჭიმულობა საყურადღებო ძვალ-კუნთოვანი დაზიანებაა, რომელიც მოითხოვს სწორ დიაგნოსტიკასა და შესაბამის მკურნალობას.