×

ბავშვთა ფიზიოთერაპია ფიზიკური თერაპიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სპეციალიზებულია დარგია. ბავშვის ზრდასთან ერთად, მათი ფიზიკური საჭიროებები და განვითარების ეტაპები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ფიზიოთერაპია კი ამ ფაზების სწორად წარმართვაში მონაწილეობს. პედიატრიული ფიზიოთერაპევტები იყენებენ სხვადასხვა ასაკის შესაბამის მეთოდებს, რაც აერთიანებს თამაშს და სტრუქტურირებულ ვარჯიშებს. ფიზიოთერაპია ბავშვებისათვის გულისხმობს უფრო მეტს,ვიდრე უბრალოდ ფიზიკურ მკურნალობას. 


როდის არის საჭირო ფიზიოთერაპია ბავშვებში?

ფიზიოთერაპია ბავშვებში რეკომენდირებულია შემდეგი მდგომარეობების დროს:

1. განვითარების შეფერხება : თუ ბავშვი ვერ ეწევა მოტორული განვითარების ეტაპებს (როგორიცაა ჯდომა,ცოცვა,ხოხვა და სხვა), ფიზიოთერაპია ეხმარება უნარების გაუმჯობესებაში. 

2. ნევროლოგიური მდგომარეობები : ცერებრალური დამბლა,სპინა ბიფიდა და ტვინის ტრავმული დაზიანება გავლენას ახდენს ბავშვის უნარებზე აკონტროლოს მოძრაობა. ფიზიოთერაპია აუმჯობესებს მოტორულ უნარებს,ბალანსს და კოორდინაციას. 

3. გენეტიკური დარღვევები : დაუნის სინდრომის დროს ფიზიოთერაპია უმკლავდება ისეთ სიმპტომებს,როგორიცაა კუნთების დაბალი ტონუსი და სახსრების სტაბილურობა. ეს ეხმარება ბავშვებს დამოუკიდებლობაში და მობილურობის გაძლიერებაში.

4. ძვალ-კუნთოვანი პრობლემები : ფიზიოთერაპია აღადგენს მოძრაობას,ძალას და აკონტროლებს პოზას. 

5. რესპირატორული პრობლემები : კისტური ფიბროზის ან ასთმის დროს კარდიორესპირატორული თერაპია აუმჯობესებს სუნთქვას,ფილტვების ტევადობას და გამძლეობას.  

6. სპორტული დაზიანებები და პოსტოპერაციული აღდგენა : ბავშვებს,რომლებიც გადიან პოსტტრავმულ პერიოდს, ესაჭიროებათ ფიზიოთერაპია ძალების აღდგენისათვის, სახსრების სიმტკიცის თავიდან ასაცილებლად და საქმიანობაში დასაბრუნებლად. 

რა ბენეფიტები აქვს ფიზიოთერაპიას ბავშვებში?

ფიზიოთერაპია აუმჯობესებს ძალას,მოქნილობას,წონასწორობასა და კოორდინაციას. 

ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს პოზას და ხელს უშლის მეორადი გართულებების ჩამოყალიბებას. 

საშუალებას აძლევს ბავშვებს მონაწილეობა მიიღონ სპორტში,თამაშში და სხვადასხვა ოჯახურ აქტივობებში. 

აძლიერებს თავდაჯერებულობას და ანიჭებს ბავშვს დამოუკიდებლობას. 

ქმნის საფუძველს ხანგრძლივი ფიზიკური ჯანმრთელობისათვის. 

ფიზიოთერაპიის სხვადასხვა ტიპები ბავშვებში 

1. ნევროლოგიური ფიზიოთერაპია : აძლიერებს მოტორულ უნარებს. 

2. ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფიზიოთერაპია: ფოკუსირებულია ტრავმაზე,დაზიანება და პოზის კონტროლზე.

3. კარდიორესპირატორული ფიზიოთერაპია: აუმჯობესებს ფილტვის ფუნქციას და აძლიერებს რესპირატორულ სისტემას. 

4. ფიზიოთერაპია განვითარების შეფერხების დროს : ეხმარება ბავშვებს ასაკის შესაბამის მოტორულ განვითარებაში. 

რა პროცედურებს მოიცავს ფიზიოთერაპია ბავშვებში

 ფიზიოთერაპია ბავშვებში აერთიანებს პროცედურების ფართო სპექტს, ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროცედურებია:

თამაშზე დაფუძნებული თერაპია : აერთიანებს თამაშებსა და სავარჯიშოებს,რათა სესიები იყოს სახალისო. 

გამაძლიერებელი ვარჯიშები : აძლიერებს კუნთოვან სისტემას, ხშირად შერწყმულია გაჭიმვებთან. 

ბალანსისა და კოორდინაციის აქტივობები : აუმჯობესებს სხეულის სტაბილურობას.

ჰიდროთერაპია : ხსნის დაძაბულობას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.

მზერის სტაბილიზაცია : აუმჯობესებს ვიზუალურ-მოტორულ კოორდინაციას და ეხმარება თავბრუსხვევისა და წონასწორობის პრობლემების მქონე ბავშვებს. 

სენსორული ინტეგრაციის ტექნიკები : ეხმარება ბავშვებს სენსორული ინფორმაციის ეფექტურ გადამუშავებაში.