ნევრალგია ნერვის მწვავე ტკივილია, რომელიც ნერვულ ბოჭკოს მთელ გაყოლებაზე მიჰყვება. თავისმხრივ, ნევრალგია არა დაავადება, არამედ კონკრეტული დაზიანების სიმპტომია. ხშირ შემთხვევაში ტკივილის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ნევრალგია ხშირია ხანდაზმულებში, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.
ყველაზე მეტად გავრცელებულია:
● სამწვერა ნერვის ნევრალგია- სამწვერა ნერვი აინერვირებს სახის სხვადასხვა უბანს, მათ შორის ლოყებსა და ყბას. სამწვერა ნერვის ნევრალგია, ძირითადად გავლენას ახდენს სახის მხოლოდ ერთ მხარეზე, ზოგჯერ ტკივილი დამახასიათებელია სახის ორივე მხარეს მონაცვლეობით. ტკივილი შეიძლება იყოს იმდენად მწვავე, რომ გამოიწვიოს სახის კუნთების სპაზმი.
● კეფის ნერვის ნევრალგია- ტკივილი შეტევითი ხასიათისაა, შეტევებს შორის დამახასიათებელია კეფის მიდამოში ზეწოლითი ხასიათის მუდმივი ტკივილი. შეიძლება გამოიწვიოს ვირუსულმა ინფექციამ, კისრის ტრავმამ ან არასწორმა პოზამ.
● პერიფერიული ნევრალგია- პათოლოგია დაკავშირებულია პერიფერიული ნერვული სისტემის შემადგენელი ნერვების დაზიანებასთან. მისთვის დამახასიათებელია ტკივილის ან დაბუჟების შეგრძნება კიდურებში.
ნევრალგიის სიმპტომები
ნევრალგიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
● ლოკალიზებული ტკივილი
● დაზიანებული არე შეხების მიმართ მგრძნობიარეა და მცირედი შეხებაც იწვევს ტკივილს
● ტკივილი ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს შეტევითი,მწვავე ან მკვეთრი. ტკვილის ხასიათი დაკავშირებულია დაზიანების ადგილმდებარეობასთან
● კუნთების სპაზმი
რამ შეიძლება გამოიწვიოს ნევრალგია?
ნევრალგიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
● თავის ტვინის, ზურგის ტვინის ან პერიფერიული ნერვების დაზიანება
● ნერვის სისხლმომარაგების დარღვევა
● ალკოჰოლის ხშირი გამოყენება
● ვიტამინ B12 ან თიამინის დეფიციტი
დაავადებები, რომლებიც იწვევს ნევრალგიას:
● დიაბეტი
● ინსულტი
● მაჯის გვირაბის სინდრომი
● ფიბრომიალგია
● პერიფერიული ნეიროპათია და ა.შ
ნევრალგია და მისი მკურნალობა
ნევრალგიის მკურნალობა მოიცავს:
● გამომწვევი მიზეზის დადგენა და მის აღმოფხვრა
● ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ტკივილის შესამსუბუქებლად
● ანტიკონვულსანტები- გამოიყენება ტკივილისა და კუნთების სპაზმის მენეჯმენტში სამწვერა ნერვის ნევრალგიის დროს
● ქირურგიული ჩარევა
● ფიზიოთერაპია - ულტრაბგერითი თერაპია , ელექტოთერაპია , ლაზეროთერაპია.