×

ართრიტი 100 ზე მეტი დაავადების კრებითი სახელია. ტერმინი აერთიანებს იმ დაავადებებს, რომლებიც აზიანებენ სახსრებს. ართრიტისთვის დამახასიათებელია სახსრის ანთება, დისკომფორტი და ტკივილი. ართრიტის ფორმა შესაძლოა მერყეობდეს მსუბუქიდან   მძიმე ფორმამდე. დაავადება შესაძლოა შეგვხვდეს ნებისმიერი ასაკის პოპულაციაში, მათ შორის ბავშვებში. 

ართრიტის 3 ყველაზე გავრცელებული ფორმაა:

ოსტეოართრიტი- სახსრის დეგენერაციული დაავადებაა. ძირითადად მტევნის, მენჯ-ბარძაყის  და მუხლის სახსარშია ვლინდება   

რევმატოიდული ართრიტი- ქრონიკული, აუტოიმუნური დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების ტკივილი და შეშუპება.

პოდარგა- ართრიტის სახეობა, რომელიც იწვევს სახსრების ( განსაკუთრებით კი ფეხის ცერა თითის მიდამოში) მტკივნეულ ანთებას. ამ დროს სახსარში ჩალაგებულია  შარდმჟავას მარილები. 

ართრიტის სხვა სახეობებია:

იუველინური ართრიტი

მაანკილოზებელი სპონდილიტი

სისტემური წითელი მგლურა და ა.შ

ართრიტის სიმპტომები

ართრიტის გამოვლინება დამოკიდებულია მის სახეობაზე თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც ყველა ფორმისთვის საერთოა, ესენია:

ტკივილი

სახსრის შეშუპება

გაზრდილი მგრძნობელობა სახსრის მიდამოში 

მოძრაობის დიაპაზონის შემცირება

ზოგჯერ დამახასიათებელია “სახსარგარე სიმპტომების” ჩამოყალიბება:

დაღლილობა

წონის კლება

ზოგადი სისუსტე

რამ შეიძლება გამოიწვიოს ართრიტი?

ართრიტის მრავალი სახეობის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ართრიტის უმეტესი ფორმა აუტოიმუნურია, ხშირად გვხვდება მწვავე დაზიანების  ან ტრავმის შემდეგ . რევმატოიდული ართრიტიშესაძლოა გენეტიკური და მემკვიდრეობითი ფაქტორებით იყოს განპირობებული. 

სხვა გამომწვევი მიზეზებია:

მეტაბოლური დარღვევა

ჭარბწონიანობა 

აქტივობები, რომლებიც მოიცავს კონკრეტული სახსრის ინტენსიურ განმეორებით მოძრაობებს

სახსრების დაზიანება, მაგალითად სპორტული ტრავმების დროს ან სხვა. 

ინფექცია

ინფექციით გამოწვეულ ართრიტს რეაქტიული ართრიტი ეწოდება. მისი დიაგნოსტირება რთულია და შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირია ახალგაზრდებში

ართრიტის მკურნალობა და თერაპიები 

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ტიპის ართრიტია, რომელი სახსრებია დაზიანებული და რა სიმპტომებია დემონსტრირებული. 

 მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

კონსერვატიული მკურნალობა, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან მედიკამენტები დაავადების პროგრესირების შენელებისთვის( ე.წ დაავადების მოდიფიკაციის ანტირევმატული საშუალებები) 

მძიმე შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა დაზიანებული სახსრის ჩანაცვლების ან აღდგენის მიზნით

ფიზიკური თერაპიის როლი ართრიტის მკურნალობაში დიდია, ის ეხმარება პაციენტს კუნთების გაძლიერებაში, ძალების აღდგენაში, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდაში, დამხმარე მოწყობილობების უსაფრთხოდ გამოყენებასა და ტკივილის მენეჯმენტში. დაავადების დროს ტკივილის შესამსუბუქებლად წარმატებით გამოიყენება ულტრაბგერითი და ელექტროთერაპია. სპეციალისტის მიერ შერჩეული კომპლექსური სამკურნალო პროგრამით პაციენტი აღწევს საუკეთესო შედეგს .

ართრიტთან ერთად ცხოვრება არ არის ყოველთვის მარტივი, მაგრამ ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის ჩართვა დაავადების მენეჯმენტში, სასურველი შედეგების მიღების საშუალებას იძლევა.