×

სპორტული მედიცინა და რეაბილიტაცია  დარგია,რომელიც ფოკუსირებულია სპორტთან და ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული დაზიანებების პრევენციასა და მკურნალობაზე.იგი მოიცავს მულტიდისციპლინურ მიდგომას,პროცესში ჩართული შეიძლება იყოს  ექიმი,ორთოპედიული ქირურგი,ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტები, მწვრთნელი და სხვა. 

 

სპორტული აქტივობის შედეგად მიღებული ტრავმა საკმაოდ ხშირი მოვლენაა ათლეტებში,დაზიანების სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან-მძიმემდე.დაზიანება შეიძლება  გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორებით,როგორიცაა: სახსრის  არასწორი და გადაჭარბებული დატვირთვა,ვარჯიშის არასწორი ტექნიკა,სპორტის სახეობასთან ასოცირებული რისკები და სხვა. 

“ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი მოწინავე დაწესებულებაა სპორტული ტრავმების რეაბილიტაციისა და მკურნალობის მიმართულებით.სპორტული მედიცინის ცენტრი მოიცავს სპორტული ტრავმის მკურნალობისთვის  საჭირო სარეაბილიტაციო პროგრამებს და მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი მომსახურების უზრუნველყოფას, ამით ეხმარება სპორტსმენს რომ დროულად დაუბრუნდეს  პროფესიულ საქმიანობას. 


ფართოდ გავრცელებული სპორტული ტრავმები 

სპორტული ტრავმები,რომელთა მართვა სპორტული რეაბილიტაციის ცენტრშია შესაძლებელი, 2  კატეგორიად იყოფა: მწვავე და ქრონიკული.

მწვავე დაზიანებები ხდება მოულოდნელად, მაგალითად დაცემის ან დარტყმის დროს. (დაჭმულობა,დისლოკაცია და ა.შ ).

ქრონიკული დაზიანებები, ჩეულებრივ, გამოწვეულია სხეულის რომელიმე ნაწილის არასწორი და ხშირი დატვირთვით. განმეორებითი მოძრაობების შედეგად. ქრონიკული დაავადებები პროგრესირებს დროში. 

ძირითადი სპორტული ტრავმებია:

მყესის დაჭიმულობა- გამოწვეულია სახსრის უეცარი და ძლიერი გადატვირთვით. დაჭიმულობების დროს, მყესი შეიძლება იყოს მხოლოდ დაჭიმული ან დაირღვეს მისი მთლიანობა.  ხშირია ტერფის, მუხლის , იდაყვის, მხრის და ცერა თითის სახსრების მიდამოებში.

კუნთის დაჭიმულობა- კუნთის გაჭიმვა ან მისი ბოჭკოების მთლიანობის რღვევაა. ძირითადად გამოწვეულია კუნთის უეცარი და ძლიერი შეკუმშვით ,სიჩქარის ან მიმართულების ცვლილების დროს. დაჭიმულობები ხშირია: ბარძაყის, ოთხთავა, ზურგის ქვედა და წვივის კუნთების მიდამოში. სიმპტომებია ტკივილი კუნთის შეკუმშვისას, მგრძნობელობის  ცვლილება , შეშუპება, სისხლჩაქცევა და სხვა.

მოტეხილობა- ძვლის მოტეხილობა უმეტესად  გამოწვეულია ძლიერი  ტრავმული დაზიანებით, როგორიცაა დაცემა ან შეჯახება. ჩვეულებრივ, მოტეხილობის იდენტიფიცირება ადვილია მისი მწვავე სიმპტომების გამო. 

თავის ტვინის შერყევა- თავი ტვინის დაზინებაა, რომელიც გამოწვეულია ძლიერი ძალის ზემოქმედებით. მსუბუქი შერყევა ჩვეულებრივ წოლითი რეჟიმით უკუგანვითარდება. მძიმე შერყევის დროს სიმპტომები მეტად მწვავეა.ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელია: მეხსიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ყურებში ხმაური, ბალანსის დარღვევა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების დაკარგვა და ა.შ . 

ბურსიტი- სასახსრე ჩანთის ანთება. ძრითადად გვხვდება მუხლის, იდაყვისა და მხრის სახსარში.ძირითადი სიმპტომებია ტკივილი,ლოკალურად მგრძნობელობის ცვლილება, ,სახსრის მოძრაობის შეზღუდვა,შეშუპება,სიწითლე.

პლანტარული ფასციიტი-ფასციის ანთება.ძირითადად გავრცელებულია მორბენალებში.

ეპიკონდილიტი - ჩოგბურთელის იდაყვი-იდაყვის სახსრის  მყესების გადატვირთვის შედეგად განვითარებული მდგომარეობაა. 

რეაბილიტაციის როლი სპორტული ტრავმების მკურნალობისას

სპორტული ტრავმების მკურნლობაში  დროს რეაბილიტაციას გადამწყვეტი როლი აქვს. ამისათვის აუცილებელია მიმართოთ  სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს. იქ არსებული მკურნალობის მეთოდები  სწრაფ აღდგენაში დაგეხმარებათ. 

 სპორტული ტრავმების დროს ძირითადი სამკურნალო მეთოდებია:

RICE თერაპია:

მცირე დაზიანებები,  მაგალითად  კუნთის მსუბუქი დაჭიმულობა, ხშირად შესაძლებელია RICE თერაპიით იმართოს. 

RICE თერაპია მოიცავს:

R- rest- დასვენება- მოერიდეთ ვარჯიშს და შეამცირეთ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა. 

I- ice- ყინული - დაიდეთ ყინული დაზიანებულ ადგილზე ყოველ 2-3 საათში 15-20 წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ყინული უშუალოდ კანს არ ეხებოდეს , სასურველია გახვეული იყოს  მსუბუქ რბილ ქსოვილში, რათა არ გამოიწვიოს კანის დაზიანება. 

C- compression- კომპრესია-  გამოიყენეთ ელასტიური სახვევი შეშუპების შესამცირებლად.

E- elevation- ამაღლება- შეძლებისდაგვარად, დაზიანებული ადგილი მოათავსეთ ამაღლებულ პოზიციაში. 

  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები  

მსგავსი მედიკამენტები  შეიძლება გამოიყენოთ ტკივილის მართვის და ანთების შესამცირებლად .   

  იმობილიზაცია:

იმობილიზაცია ხელს უწყობს შემდგომი დაზიანების თავიდან აცილებასა და დაზიანებული ადგილის მოძრაობის შემცირებას. ის ასევე ამცირებს ტკივილის, შეშუპებასა და კუნთების სპაზმს.

  ფიზიოთერაპია:

 სპორტული ტრავმის რეაბილიტაციის პროცესში დიდ როლი აქვს ფიზიოთერაპია. ეს მკურნალობის მეთოდია , სადაც გამოიყენება ისეთი ტექნიკები, როგორიცაა  სამკურნალო ვარჯიში, სხვადასხვა ტექნოლოგიით თერაპია ( მაგალითად ულტრაბგერითი თერაპია.) ფიზიოთერაპია საჭიროა მოძრაობის დიაპაზონის გასაუმჯობესებლად, კუნთების გასაძლიერებლად და დაზიანებული უბნის ფუნქციის  აღსადგენად.  

  ქირურგიული პროცედურები

სპორტული ტრავმების უმეტესობის დროს ოპერაცია არ არის საჭირო. მაგრამ ძალიან მძიმე დაზიანებებისას ( მაგ რთული მოტეხილობა) შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა.