ფიზიკური თერაპია იგივე ფიზიკური რეაბილიტაცია,მედიცინის დარგია, რომლის ძირითადი მიზნები ტკივილის შემსუბუქება, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა, ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესება და ფიზიკური ფუნქციის აღდგენაა. ამ მიზნების მისაღწევად კი სხვადასხვა მეთოდი და ინტერვენციები გამოიყენება. “ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი” პაციენტებს სთავაზობს ფიზიკურ თერაპიას თანამედროვე მეთოდებით.
რა დროს გამოიყენება ფიზიოთერაპია?
ფიზიოთერაპია იგივე ფიზიკური რეაბილიტაცია კომპლექსური თერაპიის ნაწილია, რომელიც შესაძლოა გამოვიყენოთ შემდეგი მდგომარეობებისას :
ძვალ-კუნთოვანი დაზიანებები:
● წელის ტკივილი
● კისრის ტკივილი
● სახსრების ტკივილი (მაგ. ართრიტი, ართროზი)
● ტენდინიტი და ა.შ
ნევროლოგიური დაზიანებები
● ინსულტი
● გაფანტული სკლეროზი
● პარკინსონის დაავადება
● ტვინის ტრავმული დაზიანება და ა.შ
კარდიოპულმონალური დაზიანებები
● ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
● ასთმა
● გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ
ორთოპედიული დაზიანებები
● მოტეხილობები
● პოსტ-ოპერაციული რეაბილიტაცია
● ოსტეოპოროზი და ა.შ
სპორტული დაზიანებები
● მყესებისა და კუნთების დაზიანება
● ტრავმული დაზიანება და ა.შ
პედიატრიული დაზიანებები
● განვითარების დარღვევები
● ცერებრალური დამბლა და ა.შ
გერიატრია
● დაცემის პრევენცია
● ბალანსის დარღვევა
● ასაკთან დაკავშირებული მობილობის შემცირება და ა.შ
სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დაზიანებები
● ხშირი, განმეორებითი მოძრაობების შედეგად გამოწვეული დაზიანებები
● სამუშაოსთან დაკავშირებული კუნთოვანი პრობლემები და ა.შ
ტკივილის მართვა
● მწვავე ტკივილი
● ქრონიკული ტკივილი
● ტრავმის შემდგომი მდგომარეობა და ა.შ
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფიზიოთერაპია იგეგმება ითითოეულ პაციენტის სპეციფიკურ საჭიროებების მიხედვით.
რა პროცედურებს მოიცავს ფიზიკური რეაბილიტაცია?
ფიზიოთერაპია იგივე ფიზიკური რეაბილიტაცია მოიცავს სხვადასხვა პროცედურებსა და ინტერვენციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ფიზიკური ფუნქციისა და მობილობის აღდგენას. ძირითადი პროცედურები და ინტერვენციებია:
1. შეფასება
● სპეციალისტი პირველ რიგში კრებს ინფორმაციას პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის , ცხოვრების სტილისა და კონკრეტული პრობლემის შესახებ.
● შემდგომ უკვე ტარდება საფუძვლიანი ფიზიკური გამოკვლევა კუნთის ძალის, მოქნილობის, მოძრაობის დიაპაზონის და ტკივილის შესაფასებლად.
2. სავარჯიშო პროგრამები
● თერაპიული ვარჯიშები მოიცავს სპეციფიკურ ვარჯიშებს კუნთის ძალის, მოქნილობის, გამძლეობის და ზოგადი ფუნქციის გასაუმჯობესებლად.
3. ულტრაბგერითი თერაპია ხელს უწყობს ტკივილის მართვას და ამცირებს ანთებას.
4. ელექტროთერაპია გამოიყენება კუნთების სტიმულირებისთვის, ტკივილის შესამცირებლად და ა.შ
5. სიცხისა და სიცივის თერაპია
● ცხელი და ცივი საფენები გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, ანთების შესამცირებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
6. სუნთქვითი ვარჯიშები
● ტექნიკები, რომლებიც უზრუნველყოფს სასუნთქი ფუნქციის გაუმჯობესებას და გამოიყენება ისეთი მდგომარეობების სამართავად, როგორიცაა ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ა.შ
7. ბალანსის და პროპორციის სავარჯიშოები
● სპეციფიკური ვარჯიშები ბალანსის, კოორდინაციისა და წონასწორობის გასაუმჯობესებლად.
8. ჰიდროთერაპია
● ვარჯიშები რომლებიც სრულდება აუზში.