ნაზალური ფიზიოთერაპია მოიცავს ინტერვენციებს, რომელთა მიზანი არის ნაზალური სინუსების ფუნქციის გაუმჯობესება,შეშუპების შემცირება და სუნთქვის გაუმჯობესება.

როდის არის საჭირო ნაზალური ფიზიოთერაპია?
ნაზალური ფიზიოთერაპია გამოიყენება ისეთი მდგომარეობების მკურნალობისა და მართვისთვის, რომლებსაც გავლენა აქვს სასუნთქ გზებსა და ნაზალურ სინუსებზე. თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული მდგომარეობების სამართავად, პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დროს და სუნთქვის ფუნქციის შეფერხებისას.
ძირითადი მდგომარეობები,რომლის დროსაც ნაზალური ფიზიოთერაპია გამოიყენება არის:
● ქრონიკული სინუსიტი : დამახასიათებელია წიაღების შეშუპება,თავის და სახის ტკივილი და სხვა. ფიზიოთერაპიის ტექნიკები,როგორიცაა ნაზალური ირიგაცია და სუნთქვის ვარჯიშები,ხელს უწყობს დაგროვილი ლორწოსგან გათავისუფლებას, ანთების შემცირებას და სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებას.
● ალერგიული რინიტი : ალერგიული რეაქციაა სხვადასხვა ალერგენებზე. დამახასიათებელია ცხვირის ღრუს შეშუპება, გახშირდებული ცემინება და ქავილი. ნაზალური ფიზიოთერაპია ამცირებს ანთებას და შეშუპებას.
● ცხვირის პოლიპების ოპერაციია შემდგომი პერიოდი : ფიზიოთერაპია და სუნთქვის ვარჯიშები ამცირებს შეშუპებას და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის დროს.
● პოსტოპერაციული აღდგენა (მაგ: სეპტორინოპლასტიკა, სინუსების ოპერაციის შემდგომი პერიოდი და სხვა) : ოპერაციის შემდგომ პერიოდში პოსტურალური დრენაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები და ფიზიოთერაპია ჩვეულებრივ რეკომენდირებულია სწრაფი აღდგენისთვის და გართულების პრევენციისათვის.
● ობსტრუქციული ძილის აპნოე : რეგულარული სუნთქვითი ვარჯიშები ხელს უწყობს სასუნთქი კუნთების გაძლიერებას და ჰაერის ნაკადის გაუმჯობესებულ შედინებას. ამცირებს პირით სუნთქვაზე დამოკიდებულებას და ზრდის ძილის ხარისხს.
● ზედა სასუნთქი გზების ინფექციები : შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანის შეშუპება,სურდო და სინუსიტი. ფიზიოთერაპია და პოსტურალური დრენაჟი ასუფთავებს სინუსებს და სასუნთქ გზებს ლორწოსგან, ამცირებს შეშუპებას.
● ასთმა : ნაზალური ფიზიოთერაპია ხელს უწყობს სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებას.
● კისტური ფიბროზი : დაავადებაა,რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს და სასუნთქ გზებს. ცხვირის რეგულარული გასუფთავება სხვადასხვა ტექნიკით,მათ შორის ცხვირის სანაციით, ამცირებს ლორწოს დაგროვებას, შეშუპებას და ინფექციების განვითარების რისკს
● ხვრინვა და პირით სუნთქვა : ცხვირით სუნქთვის გაძნელება ხშირად არის ხვრინვის გამომწვევი მიზეზი. სუნქთვითი ვარჯიშები,ცხვირის გამორეცხვა და პოსტურალური დრენაჟი აუმჯობესებს ცხვირში ჰაერის ნაკადის შედინებას, რაც აუმჯობესებს სუნთქვის ხარისხს.
ნაზალური ფიზიოთერაპიის ბენეფიტები
● ფიზიოთერაპია სასუნთქი გზების გათავისუფლებით ამარტივებს და აუმჯობესებს სუნთქვას
● სასუნთქი გზების ჭარბი ლორწოსაგან გასუფთავება და ანთებითი პროცესების შემცირება, სინუსიტთან დაკავშირებული დისკომფორტისა და ტკივილის მართვის ეფექტური გზაა
● სასუნთქი გზების გათავისუფლებით ნაზალური ფიზიოთერაპია ამცირებს ინფექციის რისკს.
● ცხვირის ან სინუსების ოპერაციის შემდგომ,ფიზიოთერაპია ხელს უწყობს შეშუპების მართვას, აჩქარებს შეხორცება და ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს.
● ნაზალური ფიზიოთერაპიის მეშვეობით უმჯობესდება სუნთქვა და ძილის ხარისხი.
როგორ კეთდება ნაზალური ფიზიოთერაპია?
ნაზალური ფიზიოთერაპია მოიცავს სხვადასხვა მეთოდებს,რომლებიც შემქნილია სასუნთქი გზების დრენაჟისთვის,სინუსების ფუნქციის გასაუმჯობესებლად ანთების შესამცირებლად და ა.შ. ძირითადი მეთოდებია:
● ნაზალური ირიგაცია : გამოიყენება სასუნთქი გზების ლორწოსგან, ალერგენებისგან და პათოგენებისგან გასაწმენდად. ხსნის შეშუპებას,ამცირებს ანთებას და ატენიანებს სასუნთქ გზებს. შედეგად მარტივდება სუნთქვა.
● სასუნთქი ვარჯიშები : ფოკუსირებულია სასუნთ გზებში ჰაერის ნაკადის შესვლის გაუმჯობესებაზე და სასუნთქი კუნთების გაძლიერებაზე.
● მანუალური დამუშავება : სახის მიდამოს ხელით დამუშავება ამსუბუქებს კუნთოვან დაჭიმულობას, ამცირებს წნევას სინუსებში, აუმჯობესებს სასუნთქი გზების დრენაჟს და ა.შ .
● პოსტურალური დრენაჟი: ამცირებს შეშუპებას და ხელს უწყობს სინუსების განთავისუფლებას. განსაკუთრებით სასარგებლოა სინუსიტების დროს.
● ვიბრაციული თერაპია : გამოიყენება სხვადასხვა მოწყობილობები,რომლებიც წარმოქმნიან ვიბრაციას ცხვირისა და სინუსების ირგვლივ. მეთოდი ხელს უწყობს სასუნთქი გზების გათავისუფლებას.