×

პასიური მოძრაობის თერაპია,ფიზიკური თერაპიის ფორმაა, რომლის დროსაც  თერაპევტის ან მექანიკური მოწყობილობის მეშვეობით ხდება პაციენტის სახსრის მოძრაობა, პაციენტის ძალისხმევის გარეშე. ეს თერაპია გამოიყენება მაშინ,როდესაც პაციენტს  თავად არ შეუძლია აქტიური მოძრაობების შესრულება ტრავმის,ოპერაციის ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გამო.

პასიური მოძრაობის თერაპიის ძირითადი მიზნებია: სახსრის მოქნილობის გაუმჯობესება ,კუნთების ჰიპოტროფიის პრევენცია, ტროფიკის  გაუმჯობესება და ტკივილის შემცირება.



რა ტიპის ვარჯიშები კეთდება პასიური მოძრაობის თერაპიის დროს?

პასიური მოძრაობის თერაპიის დროს შესრულებული ვარჯიშები განსხვავდება პაციენტის მდგომარეობის,რეაბილიტაციის მიზნების და  თერაპევტის შეფასების მიხედვით. ძირითადად შესრულებული ვარჯიშებია:

1. უწყვეტი პასიური მოძრაობა (CPM) - პასიური მოძრაობის ტიპია,რომლის დროსაც გამოიყენება სპეციალური მოწყობილობა სახსრის მოძრაობის კონტროლირებად დიაპაზონში განსახორციელებლად. თერაპია  გამოიყენება ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ, მოსალოდნელი გართულებების  პრევენციისთვის. 

2. სტატიკური გაჭიმვა - გულისხმობს კუნთის ან სახსრის დაჭიმულ მდგომარეობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.ხელს უწყობს კუნთის მოქნილობის გაუმჯობესებას და ამცირებს დაჭიმულობას. 

3. ქანქარისებრი მოძრაობები- მაგალითად  მხრის თავისუფლად ჩამოკიდება და წრიული მოძრაობების შესრულებას.ძირითადად გამოიყენება მხრის სახსრის სავარჯიშოდ. 

4. მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები - ამ მიზნის მისაღწევად  სხვათასხვა მოწყობილობის ან თერაპევტის მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა სახსრის მოძრაობა.

5. ზურგის პასიური მოძრაობები -  ნაზი კონტროლირებადი  მოძრაობები აუმჯობესებს მოქნილობას.

პასიური მოძრაობის თერაპიის ბენეფიტები

პასიური მოძრაობის თერაპია პაციენტს  ბევრ სარგებელს სთავაზობს,განსაკუთრებით ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ,როცა სახსრის აქტიური მოძრაობის უნარი დაქვეითებულია ან არ არსებობს .ძირითადი ბენეფიტებია:

სახსარს მოქნილობას გაუმჯობესება / შენარჩუნება 

ხელს უშლის კუნთების ჰიპოტროფიას

ამცირებს კონტრაქტურის განვითარების რისკს

აუმჯობესებს ტროფიკას 

ამსუბუქებს ტკივილს

ხელს უწყობს სწრაფ რეაბილიტაციის პროცესს


როდის არის საჭირო პასიური მოძრაობის თერაპია?

 პასიური მოძრაობის თერაპია აუცილებელია ჩატარდეს პროფესიონალის მეთვალყურეობით . თერაპიის ჩატარების ხანგრძლივობა და სიხშირე დამოკიდებულია კონკრეტულ მდგომარეობაზე,გამოჯანმრთელების სტადიაზე და პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.

 ძირითადი მდგომარეობები,რომლის დროსაც ტარდება პასიური მოძრაობის თერაპია შემდეგია:

ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია : გარკვეული ქირურგიული პროცედურების შემდეგ,განსაკუთრებით კი ორთოპედიული ოპერაციების შემდეგ,პასიური მოძრაობის თერაპია აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

იმობილიზაციის პერიოდები : როდესაც სახსარი გარკვეული დროის განმავლობაში იმობილიზებული იყო , შემდეგ საჭიროა პასიური მოძრაობის თერაპია კონტრაქტურის  პრევენციისთვის და სახსრის მოქნილობის შესანარჩუნებლად.

ნევროლოგიური დაზიანებები : ისეთი მდგომარეობებისას,როგორიცაა ინსულტი,ზურგის ტვინის დაზიანება და სხვა.

მძიმე ფუნქციური  შეზღუდვები

ქრონიკული მდგომარეობები : ქრონიკული მდგომარეობების ან დეგენერაციული დაავადებების დროს,პასიური მოძრაობის თერაპია ჩართულია გრძელვადიანი მკურნალობის გეგმაში,რაც ეხმარება სახსრებს ფუნქციის შენარჩუნებაში. 

ხანგრძლივი სტაციონარული მკურნალობა  : პასიური მოძრაობის თერაპია გამოიყენება კონტრაქტურის თავიდან ასაცილებლად,სახსრების მობილობის შესანარჩუნებლად და ხანგრძლივ უმოძრაობასთან დაკავშირებული გართულებების რისკის შესამცირებლად. 

პალიატიური მზრუნველობა