კიფო-სქოლიოზი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ხერხემალი გამრუდებულია როგორც ლატერალურ, ასევე საგიტალურ სიბრტყეში. კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია არის გამრუდების ორი ტიპის: კიფოზისა და სქოლიოზის თანაარსებობა.
კიფოზი- ხერხემლის გამრუდება საგიტალურ სიბრტყეში. ამ დროს ადამიანს აქვს მოხრილი პოზა, თავი და მხრები კი წინ არის დაშვებული.
სქოლიოზი- სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის მაჩვენებელი ) 10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ.
კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის სიმპტომები
კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია შესაძლებელია გამოვლინდეს მრავალი სიმპტომით: დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან- მძიმე გართულებებამდე. სიმპტომები დამოკიდებულია გართულების ხარისხსა და გამომწვევ მიზეზზე. რამდენიმე მათგანია:
● ხერხემლის შესამჩნევი დეფორმაცია
● ზურგის ტკივილი : კიფო-სქოლიოზით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობას აღენიშნება ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით გამრუდების არეში. ტკივილი შეიძლება გაამწვავოს გარკვეულმა აქტივობებმა, ჯდომის ან დგომის ხანგრძლივმა პერიოდებმა .
● სუნთქვის გაძნელება: მძიმე კიფო-სქოლიოზმა შესაძლებელია ფილტვების ფუნქცია დააქვეითოს, ხერხემლის ანომალურმა გამრუდებამ- გამოიწვიოს ფილტვების ტევადობის დაქვეითება, ამის შედეგად კი ქოშინი, დაღლილობა და ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის შემცირება.
● მობილობის შეზღუდვა: მცირდება ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი და მოქნილობა
● კუნთების დისბალანსი, სისუსტე, სიმტკიცე და დისკომფორტი.
● ნერვის კომპრესია: ზოგ შემთხვევაში, ხერხემლის გამრუდებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვებზე ზეწოლა და წარმოგენილი იქნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე კიდურებში და სხვა.
● გასტოინტესტინალური ტრაქტის პრობლემები: მძიმე კიფო-სქოლიოზი იწვევს მუცლის ორგანოების შეკუმშვას, შედაგად სახეზეა საჭმლის მონელების დარღვევა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია?
კიფო-სქოლიოზური დეფორმაცია შესაძლებელია იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
● თანდაყოლილი დეფორმაცია თანდაყოლილი კიფო-სქოლიოზი შეიძლება გამოწვეული იყოს ხერხემლის ან ნეკნების დეფორმაციით.
● ნერვ-კუნთოვანი დაავადებები: ცერებრალური დამბლა, კუნთოვანი დისტროფია, ზურგის კუნთოვანი ატროფია და ა.შ .
● შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები
● ინფექციები ან ანთება : მაგალითად ხერხემლის ტუბერკულოზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი.
კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის მკურნალობა
კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე, გამრუდების სიმძიმეზე, ზოგად მდგომარეობაზე და ა.შ . რამდენიმე მიდგომა,რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის მკურნალობისთვის არის:
● დაკვირვება და მონიტორინგი: კიფო-სქოლიოზის მსუბუქი შემთხვევებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამრუდება არ იწვევს მნიშვნელოვან სიმპტომებს და ფუნქციურ შეზღუდვას, მდგომარეობა შესაძლებელია იყოს დაკვირვების პროცესში.
● ფიზიკური თერაპია: შესაძლებელია გაუმჯობესდეს მოქნილობა და ძალა. სპეციფიკური სავარჯიშო პროგრამები გამოიყენება დაავადების პროგრესირების შესანელებლად. ასევე გამოიყენება ფიზიკური თერაპიის პროცედურები, მაგალითად ელექტროთერაპია
● ტკივილის მართვა: კიფო-სქოლიოზური დეფორმაციის დროს ტკივილის მართვა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად ტკივილგამაყუჩებლების მიღებით ან ფიზიოთერაპიის გამოყენებით.
● ქირურგიული ჩარევა: მძიმე ან პროგრესირებადი კიფო-სქოლიოზის დროს, რომელიც არ პასუხობს კონსერვატიულ მკურნალობას, შეიძლება რეკომენდირებული იყოს ქირურგიული ჩარევა.