×

ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია არის სამედიცინო სპეციალობა, რომელიც მოიცავს  ფიზიკური და  კოგნიტური ფუნქციის, აქტივობის, მონაწილეობის ხელშეწყობას, პერსონალური  თუ გარემო ფაქტორების მოდიფიკაციას. რაც თავის მხრივ გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობებით მიმდინარე პათოლოგიების პრევენციას, დიაგნოსტიკას, მკურნალობას და რეაბილიტაციურ მართვას ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 


ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მთავარი მიზანი  პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. რეაბილიტაცია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გარემოში, მათ შორის სარეაბილიტაციო ცენტრში, საავადმყოფოში, ამბულატორიულ კლინიკებში და სხვა.


რეაბილიტაცია მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ერთობლივს მუშაობას, რომელთა წევრები, ერთმანეთთან თანამშრომლობენ პაციენტის ინდივიდუალური  საჭიროებებისა და მიზნების მისაღწევად. რეაბილიტაციის  ჯგუფი შეიძლება აერთიანებდეს  ექიმებს, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტებს,  ოკუპაციურ თერაპევტებს, ფსიქოლოგებს და სხვა  პროფილის სპეციალისტებს, რომელთა ჩართულობა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით განისაზღვრება.

როდის არის საჭირო რეაბილიტაციის ჩატარება?

რეაბილიტაცია შესაძლებელია პრაქტიკულად ჯანმრთელ  ადამიანსაც დასჭირდეს . თუმცა ტრავმის, ოპერაციის, სხვადასხვა  დაავადების  დროს, ასაკობრივ ცვლილებებთან ასოცირებული ფუნქციური  შეზღუდვების  არსებობისას აუცილებელია  რეაბილიტაციის კურსის ჩატარება.


ზოგიერთი მდგომარეობა, რომლის დროსაც საჭიროა რეაბილიტაცია და ჩატარებული რეაბილიტაციის მიზნებია:

თავის  ტვინის დაზიანების შემდეგ ( მაგ: ტრავმა, ინსულტი) ფიზიკური რეაბილიტაცია, ენისა და მეტყველების თერაპია კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით;

ფიზიკური ვარჯიში კუნთების სიძლიერის, მოძრაობებისა და ბალანსის გასაუმჯობესებლად ინსულტის ან პარკინსონის დაავადების მქონე ადამიანებში;

გერიატრიულ პაციენტების დახმარება მათი უსაფრთხოების მიზნით, რათა იყვნენ დამოუკიდებლები და შემცირდეს დაცემის რისკი;

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის უსაფრთხო ფიზიკური დატვირთვის სწავლება და ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის გაზრდა;

კიდურის ამპუტაციის შემდგომ ადაპტაცია, პროთეზის გამოყენება, მორგება/გადაკეთება;

შეშუპების სამართავად,  კანის შეხორცებითი პროცესების გასაუმჯობესებლად. დამწვრობის შემდეგ დაზიანებულ ადგილას სისხლის მიმოქცევისა და მოძრაობის აღდგენის მიზნით;

ინტენსიური თერაპიის პაციენთან მუშაობა, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები და დაჩქარდეს გამოჯანმრთელების პროცესი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ;

სხვა მდგომარეობები.

რა ტიპის სარეაბილიტაციო სერვისები არსებობს? 

სარეაბილიტაციო თერაპიის 3 ძირითადი ტიპი არსებობს: ფიზიკური , ოკუპაციური და მეტყველების თერაპია.რეაბილიტაციის თითოეული ფორმის მიზანია, რომ დაეხმაროს ადამიანს სრულ გამოჯანმრთელებაში , ეხმარება პაციენტს დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს .

1. ოკუპაციური თერაპიის მიზანია, ისეთი პაციენტების მკურნალობა, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება ყოველდღიურ აქტივობებში. ეს გულისხმობს როგორც პროფესიული კუთხით განვითარებას, ასევე თვითმოვლის პრაქტიკას, მაგალითად ჭამა, ჩაცმა, ჰიგიენის დაცვა. ოკუპაციური თერაპია ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ სასურველ საქმიანობაში , იცხოვრონ დამოუკიდებლად და დამაკმაყოფილებელი ცხოვრების წესით. 

2.  ფიზიკური თერაპია გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, მოძრაობის გასაუმჯობესებლად, ინსულტის, ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის, სპორტთან დაკავშირებული დაზიანებების დროს , ქრონიკული დაავადებების მართვისთვის, მაგ: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ართრიტი და სხვა. 

  ფიზიკური თერაპიის სერვისებია: 

ულტრაბგერითი თერაპია;

ელექტოთერაპია;

ლაზეროთერაპია;

მაგნიტოთერაპია;

ვაკუუმთერაპია;

დარტყმით-ტალღოვანი თერაპია;

ტრაქცია;

ღრმა ოსცილაცია და ა.შ.

3. მეტყველების თერაპია გამოიყენება მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: მეტყველების პათოლოგიები,ცერებრალური დამბლა,დაუნის სინდრომი, გაფანტული სკლეროზი,ინსულტი, ჰანტინგტონის დაავადება და ა.შ.

ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრის უპირატესობები

სწორედ "ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშია" შესაძლებელი ყველა სახის რეაბილიტაციის მომსახურების მიღება. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დარგში, სრულ მომსახურებას გაგიწევთ ქვეყნის შიგნით და გთავაზობთ სარეაბილიტაციო პროცედურების ფართო სპექტრს მაღალკვალიფიციური ექიმებითა და უახლესი აპარატურით.