სარეაბილიტაციო პროცედურები სახსრების ტკივილისთვის
სახსრები ძვალ-კუნთოვანი სისტემის კომპონენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ სხეულის მოქნილობას და მოძრაობას. სახსრების ტკივილი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული, კონკრეტული მიზეზი, ძირითადად, დამოკიდებულია პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესზე. ძირითადი ფაქტორებია: ართრიტი, პოდაგრა, სახსრების ტრავმა, ბურსიტი,ტენტიდინი,ტრავმა და სხვა.
შროტის მეთოდის ვარჯიშები რეაბილიტაციის ცენტრში-შროტთერაპია
სქოლიოზის თერაპიული მკურნალობის ოქროს სტანდარტი არის შროტის მეთოდით ვარჯიშები იგივე შროტთერაპია, რომელიც 1921 წელს გერმანელმა ექიმმა კატარინა შროტმა შეიმუშავა.
კატარინას თავად ჰქონდა მძიმე ხარისხის სქოლიოზი და არ სურდა ოპერაციის ჩატარება. თვითანალიზის საფუძველზე მან შეიმუშავა სუნთქვითი პატერნები, შემდეგ სცადა ე.წ სარკის მეთოდი (ვარჯიში სარკის წინ ) და ასრულებდა სპეციფიურ მაკორექტირებელ მოძრაობებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კატარინა და თავისი ქალიშვილი გადავიდნენ დასავლეთ გერმანიაში, სადაც გახსენეს სქოლიოზის მკურნალობის ცენტრი. თავდაპირველად ცენტრში დანერგეს სქოლიოზის მკურნალობის 5 კვირიანი კურსი .
ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
ხერხემალი ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია. ის შედგება 33 მალისგან და მათ შორის გამოიყოფა 5 სეგმენტი: კისრის, გულმკერდის, წელის, გავისა და კუდუსუნის. ხერხემალს ადამიანის ორგანიზმისთვის აქვს როგორც სტატიკური ისე დინამიური ფუნქცია.







