ბურსიტი სასახსრე ჩანთის (აბგის) მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. აბგა დახურული,სინოვიური სითხით სავსე ჩანთაა ის სახსრის შემადგენელი ნაწილია და ამცირებს ხახუნს სახსრის შემადგენელ კომპონენტებს შორის.
ბურსიტი შესაძლებელია ნებისმიერ სასახსრე ჩანთაში განვითარდეს, თუმცა ყველაზე გავრცელებული ადგილებია:
● რეტრომალეოლური ბურსიტი - მას ალბერტის დაავადებასაც უწოდებენ. ვითარდება აქილევსის მყესის - ქუსლზე მიმაგრების ადგილას. დაავადებას იწვევს აქილევსის მყესის არასწორი ან არადოზირებული დატვირთვა. დაავადება ასევე შეიძლება განვითარდეს ტრავმის, არასწორი ფეხსაცმლის გამოყენების შედეგად და სხვა.
● ბარძაყის ბურტისი - იგივე ტროქანტერული ბურსიტი ხშირად ტრავმის, ხერხემლის დარღვევების, ართრიტის ან ოპერაციის შედეგია. მეტად გავრცელებულია საშუალო ასაკის ან ხანდაზმულ ქალებში.
● იდაყვის ბურსიტი- იდაყვის კანსა და ძვლებს შორის არსებული ბურსის ანთებაა( ოლეკრანოს ბურსა). ის შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით ან იდაყვზე მუდმივი წნევის ზემოქმედებით ( მაგალითად, იდაყვის მყარ ზედაპირზე დაყრდნობისას)
● მუხლქვეშა ბურსიტი- პრეპატელარული ბურსიტი, ხშირია ადამიანებში, რომელთაც უწევთ სამუშაოს შესრულება მუხლებზე დამდგარ პოზიციაში (მაგ სანტექნიკოსები)
ბურსიტის სიმპტომები
ქვემოთ მოცემულია ბურსიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, თუმცა დაავდების გამოვლინება ყველა ადამიანში ინდივიდუალურია:
● ტკივილი
● ლოკალურად მგრძნობელობის ცვლილება
● სახსრის მოძრაობის შეზღუდვა
● შეშუპება, სიწითლე
ქრონიკული ბურსიტისთვის დამახასიათებელი ტკივილის პერიოდული,განმეორებითი ეპიზოდები.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ბურსიტი?
ბურსიტის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია ტრავმა ან სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა
სხვა ფაქტორებია:
● ინფექცია
● ართრიტი და ა.შ
ბურსიტის მკურნალობა და თერაპიები
ბურსიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია:
● დაზიანებული ადგილის დასვენება: სასურველია თავის შეკავება ნებისმიერი აქტივობისგან, რომელიც დატვირთავს სახსარს
● ცივი საფენების გამოყენება
● არასტეროიდული ანთების საწინააღდმეგო მედიკამენტების მიღება
● ფიზიკური თერაპია: ბურსიტის მენეჯმენტში დიდ როლს თამაშობს ფიზიკური თერაპია. ულტრაბგერითი თერაპია ხშირად გამოიყენება ანთების შესამცირებლად და აღდგენითი პროცესების დასაჩქარებლად.
რთული ფორმების დროს, საჭირო ხდება სასახსრე ჩანთაში არსებული ანთებითი სითხის დრენაჟი და ანტიბიოტიკოთერაპია.