კალციფიცირებული წარმონაქმნი, სხეულის ქსოვილებში, ორგანოებში ან სისხლძარღვებში არსებული კალციუმის დეპოზიტებია. ამ დაგროვებებმა, შეიძლება დაარღვიოს ქსოვილში მიმდინარე ბუნებრივი პროცესები.
ადამიანის ორგანიზმში, კალციუმის 99% ძვლებსა და კბილებშია, დანარჩენი 1% -სისხლში, კუნთებში, უჯრედთაშორის სითხესა და სხეულის სხვა ქსოვილებში. კალციუმი სისხლის მიმოქცევის მეშვეობით, სხეულის ნებისმიერ ადგილამდე აღწევს, ამიტომ, მისი დაგროვება ნებისმიერ ლოკაციაზე შეიძლება მოხდეს. მაგალითად კალციფიცირებული წარმონაქმნები თირკმელში ( ე.წ კენჭები), სისხლძარღვებში. ხშირია მათი ნახვა სახსრებში, მყესებში და ა.შ .
სახსარში არსებული სინოვიალური სითხე და ხრტილი კალციუმს შეიცავს, როდესაც ის დეპონირდება, განიცდის კრისტალიზაციას და ეს პატარა “ნატეხები” სახსრის ზედაპირს აზიანებენ.
კალციფიცირებული წარმონაქმნების გამომწვევი მიზეზები
ჰარვარდის უნივერსიტეტის თანახმად,მოსაზრება, რომ კალციფიკაცია,კალციუმით მდიდარი დიეტითაა გამოწვეული- მცდარია. ინფექციებმა, დაბერების პროცესმა, სხვადასხვა ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება ხელი შეუწყოს კალციფიცირებული წარმონაქმნების გაჩენას. სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:
● ანთება- ანთებითი პროცესი აზიანებს ქსოვილებს, გამოათავისუფლებს ანთებით ცილებს, რაც ხელს უწყობს კალციუმის დაგროვებას;
● კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევები- მაგალითად ჰიპერკალცემია;
● აუტოიმუნური დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ შემაერთებელ ქსოვილსა და ჩონჩხზე.
კალციფიცირებული წარმონაქმნების მკურნალობა
არსებობს მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული გზები. ხშირად, დაგროვებული კალციუმი ორგანიზმში უკუგანვითარებას განიცდის, მაგრამ მისი კვლავ-წარმოქმნაც ხდება.
კალციფიცირებული წარმონაქნების სამკურნლოდ ფართოდ გამოიყენება დარტყმით-ტალღოვანი და ულტრაბგერითი თერაპიები.
რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევას, ართროსკოპიური ოპერაციის მეშვეობით შესაძლებელია კალციუმის დეპოზიტების ქირურგიული გზით მოშორება.