×

პოსტოპერაციული რეაბილიტაცია გულისხმობს ფიზიკური ფუნქციებისა და მობილობას აღდგენას იმ პაციენტებთან რომელთაც ჩაუტარდათ ქირურგიული მკურნალობა.  


პოსტოპერაციული რეაბილიტაციის მიზანია შეხორცების პროცესის დაჩქარება, გართულებების თავიდან აცილება და პირვანდელი ცხოვრების წესის დაბრუნება. პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში იგულისხმება:

●     ტკივილის მართვა

  ტკივილის კონტროლი რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს შეიძლება მოიცავდეს მედიკამენტოზურ მკურნალობას,ფიზიკურ თერაპიას,ულტრაბგერით თერაპიას და სხვა. 

ვარჯიშები

სახსრების მობილობის გასაუმჯობესებლად და მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად ხშირად გამოიყენება სამკურნალო ვარჯიში.

რეზისტენტული ვარჯისი  ხელს უწყობს კუნთების სიძლიერის აღდგენას, რომელიც შესაძლოა ოპერაციის შემდგომ პერიოდში უმოძრაობის გამო მნიშვნელოვნად დაქვეითდეს.  

●    ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესება

  ზოგიერთმა ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბალანსსა და კოორდინაციაზე,რეაბილიტაცია კი მოიცავს  ამ უნარის გასაძლიერებელ ვარჯიშებს. 

განათლება და ცხოვრების წესის შეცვლა

  პაციენტებსი იღებენ სინფორმაციას სხეულის სათანადო  პოზიციონირების შესახებ,რათა თავიდან აიცილონ შემდგომი დაზიანება. ცხოვრების წესის ცვილილება მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

თანდათანობითი პროგრესი

როდის არის აუცილებელი პოსტოპერაციული რეაბილიტაცია?

როგორც წესი,სარეაბილიტაციო პროგრამები სტრუქტურირებულია  და დაყოფილია ფაზებად. ინტენსივობა იზრდება თანდათან, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად.   

ყველა  ოპერაციის შემდეგ საჭიროა რეაბილიტაცია, მათი მცირე ჩამონათვალი : სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაცია,ორთოპედიული ოპერაცია, კარდიოლოგიური ოპერაციები და ისეთი ქირურგიული ჩარევები,რომლებიც გავლენას ახდენენ ძვალ-კუნთოვანი სისტემის მუშაობის პროცესზე.

პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ბენეფიტები

პოსტოპერაციული რეაბილიტაცია მრავალ ბენეფიტს სთავაზობს პირებს,რომლებიც ოპერაციის შემდგომი პერიოდის გამოჯანმრთელების სტადიაზე არიან.

ძირითადი უპირატესობებია:

აჩქარებს აღდგენის პროცესს

ამცირებს ტკივილს

აუმჯობესებს მოძრაობის დიაპაზონს

აღადგენს კუნთების სიძლიერეს

აძლიერებს ფუნქციებს

ახდენს გართულებების პრევენციას

აუმჯობესებს სახსრის სტაბილურობას

დადებით გავლენას ახდენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე

იმისათვის,რომ პოსტოპერაციული რეაბილიტაცია წარმატებული იყოს,აუცილებელია რეაბილიტაციის სწორი მეთოდის შერჩევა და პაციენტის მაქსიმალური ჩართულობა,დადგენილი რეაბილიტაციის გეგმის ჩატარება, თერაპიის სესიებზე დასწრება და  თერაპევტებთან კომუნიკაცია.

პოსტოპერაციული რეაბილიტაცია საკმაოდ კომპლექსური პროცესია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტებისათვის,რომელთაც სურთ ქირურგიული პროცედურების შემდეგ სრულად აღიდგინონ ფუნქციები.