×
შროტის მეთოდის ვარჯიშები რეაბილიტაციის ცენტრში-შროტთერაპია

შროტის მეთოდის ვარჯიშები რეაბილიტაციის ცენტრში-შროტთერაპია

სქოლიოზის თერაპიული მკურნალობის  ოქროს სტანდარტი არის შროტის მეთოდით ვარჯიშები იგივე შროტთერაპია, რომელიც 1921 წელს  გერმანელმა ექიმმა  კატარინა შროტმა შეიმუშავა.

კატარინას თავად ჰქონდა  მძიმე  ხარისხის სქოლიოზი   და არ სურდა ოპერაციის ჩატარება. თვითანალიზის საფუძველზე  მან შეიმუშავა  სუნთქვითი პატერნები,  შემდეგ  სცადა ე.წ სარკის მეთოდი (ვარჯიში სარკის წინ )  და ასრულებდა სპეციფიურ მაკორექტირებელ მოძრაობებს.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კატარინა და თავისი ქალიშვილი გადავიდნენ დასავლეთ გერმანიაში, სადაც გახსენეს სქოლიოზის მკურნალობის ცენტრი.  თავდაპირველად ცენტრში დანერგეს  სქოლიოზის მკურნალობის 5 კვირიანი  კურსი  .


ხერხემლის  ფართოდ გავრცელებული პრობლემები

ხერხემლის ფართოდ გავრცელებული პრობლემები

ხერხემალი   ადამიანის ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთავარი ღერძია. ის შედგება 33 მალისგან და მათ შორის გამოიყოფა 5 სეგმენტი: კისრის, გულმკერდის, წელის, გავისა და კუდუსუნის. ხერხემალს ადამიანის ორგანიზმისთვის აქვს როგორც სტატიკური ისე დინამიური ფუნქცია. 


სქოლიოზი - ხერხემლის გამრუდება  და მკურნალობა

სქოლიოზი - ხერხემლის გამრუდება და მკურნალობა

სქოლიოზი საზოგადოებაში ცნობილია როგორც ხერხემლის გამრუდება , თუმცა სქოლიოზის მკვლევართა ასოციაციის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად - სქოლიოზი არის  ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის  მაჩვენებელი )  10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ.  მოკლედ  რომ ითქვას, სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ  ბავშვებში, ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის გავლენით და  ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე.