×
რას არის ფიზიოთერაპია?

რას არის ფიზიოთერაპია?

ფიზიკური თერაპია იგივე ფიზიკური რეაბილიტაცია,მედიცინის დარგია, რომლის ძირითადი მიზნები ტკივილის შემსუბუქება, მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა, ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესება და ფიზიკური ფუნქციის აღდგენაა. ამ მიზნების მისაღწევად კი სხვადასხვა მეთოდი  და ინტერვენციები გამოიყენება. “ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი” პაციენტებს სთავაზობს ფიზიკურ თერაპიას თანამედროვე მეთოდებით.

რა არის ნევრიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

რა არის ნევრიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ნევრიტი, პერიფერიული ნერვული სისტემის გენერალიზებული ანთებაა. 

ეს არის ანთებითი პროცესი, რომელსაც ხშირად თან ახლავს დემიელინიზაცია, იწვევს  იმპულსის გავრცელების შეფერხებას, შედეგად კი, ნერვული სისტემის ფუნქციის რღვევას. 

ნევრიტი ხშირად წარმოდგენილია ნეიროპათიასთან ერთად. ნეიროპათია პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა რომელსაც თან ახლავს ერთი ან მეტი ნერვის დაზიანება (სენსორული/მოტორული).  

ნევრიტს, რომელიც მხოლოდ ერთ ნერვს აზიანებს, მონონევრიტი ეწოდება.ნერვთა წნულის დაზიანებას- პლექსიტი.  ხოლო, თუ ფართოდ განცალკავებული ნერვები ზიანდება, სახეზეა პოლინევრიტი. 

ფართოდ გავრცელებული სპორტული ტრავმები

ფართოდ გავრცელებული სპორტული ტრავმები

ტერმინი “სპორტული ტრავმა” მოიცავს იმ  დაზიანებას, რომლებიც ხშირად ხდება სპორტული აქტივობების დროს, მაგრამ ასეთი  ტრავმების “სამიზნე” არ არის მხოლოდ სპორტსმენი. მაგალითად: საწარმოში მომუშავეებს ხშირად უვითარდებათ დაავადება- ჩოგბურთელის იდაყვი ან იღებენ ტრავმას, მხატვრებში ხშირია მხრის დაზიანებები, მებაღეებში ტენდინიტი და ა.შ.