×

ბალანსისა და კოორდინაციის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ტრავმების ან სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებების რეაბილიტაციის დროს. მათ გასაუმჯობესებლად კი სხვადასხვა სახის ვარჯიშები გამოიყენება,რომელთა როლია: კუნთების გაძლიერება,პროპრიოცეფციის გაუმჯობესება,სახსრების სტაბილურობის გაზრდა,რეფლექსებისა და რეაქციის დროის გაუმჯობესება,კოგნიტური ფუნქციის გაძლიერება,ვესტიბულური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება,ძვლების სიმკვრივის შენარჩუნება,კუნთების ჰიპოტროფიის პრევენცია და სხვა. 


რეგულარული ვარჯიშები,რომლებიც ბალანსისა და კოორდინაციისთვის არის შექმნილი,აუცილებელია ფიზიკური ფუნქციის შესანარჩუნებლად და დაცემის პრევენციისთვის,განსაკუთრებით ხანდაზმულებში ან  იმ პაციენტებისთვის, რომლებმაც მიიღეს  ტრავმა.

რა ტიპის ვარჯიშები კეთდება ბალანსისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად?

რეაბილიტაციის დროს,ვარჯიშები  მორგებული იყოს ინდივიდის სპეციფიკურ საჭიროებებზე. ვარჯიშის რამდენიმე სახეობა,რომელიც გამოიყენება ბალანსისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად არის:

1. ბალანსის სტატიკური სავარჯიშოები

ცალ ფეხზე დგომის პოზიცია

არასტაბილურ ზედაპირზე გდომა (მაგ.ბალიშზე ან რაიმე რბილ ზედაპირზე) 

2. ბალანსის დინამიური ვარჯიშები

სიარული სხვადასხვა სახის არათანაბარ ზედაპირზე(მაგ:კიბე)

გვერდითი სიარული

უკუსვლით სიარული

3. ძალისმიერი ვარჯიშები

ჩაჯდომა

ფეხის წვერებზე დგომა

4. კოორდინაციის ვარჯიშები

ადგილზე სიარული

სხეულის ჯვარედინი მოძრაობები

5. პროპრიოცეფციის სავარჯიშოები

ბალანსის თვალდახუჭული ვარჯიშები 

ერთ ფეხზე დგომისას თავის ტრიალი

წონის გადატანა ერთი ფეხიდან მეორეზე

6. ვესტიბულური ვარჯიშები

თავის ბრუნვითი მოძრაობები

თვალის გაყოლება მოძრავ სამიზნეზე

7. ფუნქციური ვარჯიშები

დაბრკოლებების გადალახვა

სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე საგნებზე მიწვდომა

8. იოგა

9. ორმაგი დავალებები  (მაგალითად: ბალანსის ვარჯიშების შესრულება შემეცნებითი ამოცანების შესრულებისას) 

10. წყლის ვარჯიშები

11. დამხმარე საშუალებებით ვარჯიში

ვარჯიშების ბენეფიტები

ბალანსისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად შექმნილი ვარჯიშები როგორც ფიზიკურ და ფუნქციურ,ასევე ფსიქოლოგიურ ბენეფიტებს მოიცავს.სასარგებლოა  ყველა ასაკის ადამიანისთვის, როგორც ბავშვებისთვის-მოტორული უნარების გასაძლიერებლად, ასევე ხანდაზმულებისთვის-სტაბილურობის შესანარჩუნებლად და დაცემისგან თავის ასარიდებლად. ვარჯიშის ძირითადი ბენეფიტებია:

ამცირებს დაცემის რისკს

აუმჯობესებს კუნთების სტაბილურობას და აძლიერებს მათ

აუმჯობესებს პროპრიოცეფციას

აუმჯობესებს კოორდინაციას

ზრდის მოქნილობას

აძლიერებს კოგნიტურ ფუნქციას

ამცირებს ტრავმის რისკს

პაციენტს უნარჩუნებს დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარს

დადებითი გავლენა აქვს ფსიქიკურ მდგომარეობაზე

როდის არის საჭირო ბალანსის ვარჯიშების გაკეთება

ბალანსის სავარჯიშოები სასარგებლოა იმ მდგომარეობების დროს,რომლებიც არღვევენ ბალანსსა და კოორდინაციას. რამდენიმე მათგანია:

ნევროლოგიური დაზიანებები - როგორიცაა ინსულტი,პარკინსონის დაავადება,გაფანტული სკლეროზი,პერიფერიული ნეიროპათია.

ორთოპედიული ოპერაციები - მაგალითად მოტეხილობების,სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ.

დარღვევები,რომლებიც გავლენას ახდენენ ვესტიბულურ სისტემაზე- ვესტიბულოპათია და სხვა.

ართრიტი

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებები

ბავშვთა განვითარების შეფერხება 

სპორტული ტრავმა