სახსრები ძვალ-კუნთოვანი სისტემის კომპონენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ სხეულის მოქნილობას და მოძრაობას. სახსრების ტკივილი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებით იყოს გამოწვეული, კონკრეტული მიზეზი, ძირითადად, დამოკიდებულია პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე და ცხოვრების წესზე. ძირითადი ფაქტორებია: ართრიტი, პოდაგრა, სახსრების ტრავმა, ბურსიტი,ტენტიდინი,ტრავმა და სხვა.
სახსრების ტკივილის მკურნალობა
სარეაბილიტაციო პროცედურების შერჩევა სახსრების ტკივილისთვის დამოკიდებულია ტკივილის მიზეზზე და მდგომარეობის სიმძიმეზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სარეაბილიტაციო პროგრამის დაწყებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია , იმისთვის რომ შეფასდეს მდგომარეობა და შედგეს პერსონალიზირებული მკურნალობის გეგმა.
ზოგადი სარეაბილიტაციო პროცედურები, რომლებიც შეიძლება რეკომენდირებული იყოს სახსრების ტკივილისთვის, არის :
● დასვენება და იმობილიზაცია
დასვენება, ხშირად აუცილებელია დაზიანებული სახსრისთვის. ზოგჯერ, შესაძლოა რეკომენდირებული იყოს იმობილიზაცია სახსარზე დატვირთვის შესამცირებლად და შეხორცების ხელშესაწყობად.
● ფიზიოთერაპია
ფიზიკური თერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახსრების ტკივილის დროს რეაბილიტაციაში. თერაპევტების დამხარებით მუშავდება პერსონალური სავარჯიშო პროგრამა, იმისათვის რომ გაუმჯობესდეს სახსრების მობილობა, ძალა და მოქნილობა. სპეციფიკური ვარჯიშები შეიძლება მოიცავდეს ვარჯიშებს მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელად, გაჭიმვებს, ძალისმიერ და აერობულ ვარჯიშებს და ა.შ
● ტკივილის მართვა
ტკივილის სამართავად ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა თერაპია. მაგალითად:
ულტრაბგერითი თერაპია ხელს უწყობს სახსრებში სისხლმომარაგებისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ასევე ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მიღებას. ელექტროთერაპია, ელექტრული იმპულსების მეშვეობით ამცირებს ტკივილს და აქვს აღდგენა-რეგენერაციული ეფექტი. ლაზეროთერაპიას აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ააქტიურებს მეტაბოლიზმს და ამცირებს ტკივილს.
ტკივილის სამართავად ასევე გამოიყენება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
● წონის მართვა
ჯანსაღი წონის შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახსრებზე დატვირთვის შესამცირებლად.
● დამხმარე მოწყობილობები
ზოგ შემთხვევაში, შეიძლება რეკომენდირებული იყოს დამხმარე მოწყობილობების გამოყენება, მაგალითად ფეხსაცმლის ჩანართები, ხელჯოხები და სხვა. ისინი უზრუნველყოფენ დაზიანებული სახსარზე სტრესის შემცირებას.
● ინექციები
ზოგიერთი მდგომარეობის დროს შესაძლოა სახსარში კორტიკოსტეროიდების ინექცია. შედეგად მცირდება ანთება და მსუბუქდება ტკივილი.
● ქირურგია
იმ შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული მკუნრალობა არაეფექტურია, განიხილება ქირურგიული ჩარევა.
გახოვდეთ, რომ სარეაბილიტაციო პროგრამების ეფექტურობა ინდივიდუალურია და საუკეთესო შედეგების მისაღებად აუცილებელია მითითებების დაცვა.